პატარა გოგო იყო მაია. თვალებში მზე ედგა, გაზაფხული უყვაოდა. სულში მთის წმინდა წყარო მოჩუხჩუხებდა, ბუნება უყვარდა და ბუნებასაც უყვარდა. გავიდოდა მინდორში, ეჩურჩულებოდა ხეებს, ყვავილებს, სიყვარულს უმტკიცებდა, არასოდეს მიგატოვებთო. საღამოობით დაჯდებოდა აივანზე, მთებს გასცქეროდა, მათკენ მიუწევდა გული. გაიზარდა მაია. დიდი ქალი დადგა. ქალაქში გადასახლდა. სოფლისთვის აღარ ეცალა. ახლა ქალაქის სახლის აივნიდან გასცქეროდა მთებს, მათთან სიახლოვეს ნატრობდა. საქმე არ უშვებდა. დაბერდა მაია. მხოლოდ თვალები დარჩა დიდი, მეოცნებე,ისეთი როგორიც მთებია. თვითონ დაპატარავდა, დაჩიავდა. ახლა შვილიშვილები არ ტოვებდნენ ფიქრებთან მარტო. ერთხელ პატარა მაია მივიდა წიგნით ხელში, და ჰკითხა:- ბებო, ჭია მაიას ხომ ჩვენი სახელი ჰქვია, დარის გამოცნობაც შეუძლია, ჩვენ რატომ არ გვაქვს ფრთები, რომ გავფრინდეთ, წვიმის მოსვლა გავაგებინოთ პეპლებს, რომ დაიმალონ?!- ჩვენც გვაქვს ფრთები, -უპასუხა დიდმა მაიამ,- ოღონდ ამას გვიან ვხვდებით, თუ კარგი გოგო იქნები, შენც გაფრინდები, ჩემო ანგელოზო!-მოეფერა ბავშვს, თვითონ კი უჩუმრად მთებს გახედა, ცრემლები ჩაუდგა დიდ თვალებში. უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ დიდ მაიას. მიუყვებოდნენ მთის ბილიკებს. ახლა კი ჩაიხუტებს მთები თავის უძღებ შვილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, თუმცა ჟანრი პროზით შეცვალეთ. :) კარგია, თუმცა ჟანრი პროზით შეცვალეთ. :)
1. რა მალე გაიზარდა მაია და რა მალე დაბერდა, სასიკვდილოდაც გავიმეტეთ , კარგი იქნებოდა ჩოცხალი გვენახა. რა მალე გაიზარდა მაია და რა მალე დაბერდა, სასიკვდილოდაც გავიმეტეთ , კარგი იქნებოდა ჩოცხალი გვენახა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|