ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2015


გაწვიმდეს!

აპირებს? ჰოდა, გაწვიმდეს,
რაღას დამაკლებს აწი მე,
რასაც მაკლებდა ადრე.

ძველი გრძნობების ნაწილებს,
(სულ რომ არ დარჩეს, არც იმდენს),
მაინც გულიდან ვაგდებ.

სტრიქონებიც კი გავწირე,
სენტიმენტალიზმს ვამცირებ,
სხვა რეალობას ვბადებ.

მივდივარ, ქარი მაცილებს,
(არად დაგიდევთ მანძილებს),
გზაა სავალი ცამდე.

აპირებს? ჰოდა, გაწვიმდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები