სახლზე მეტად ,,ერთი ჭირიანი ოდა“ უფრო ეთქმოდა ახლა. ბოძებზე შემდგარს ფიცრული კედლები ისე ჩაშავებოდა, შეღამებისას აღარც ჩანდა. ფანჯრები ჩამპალ-ჩამსხვრეული _ ქარი დანავარდობდა ოთახებში და ვერც კი ამჩნევდა აკრძალულ ალაგს ყოფნას. კიბის ჩაშლილ საფეხურებში ლეღვს ამოეყო თავი, რომელიც ჰა, ჰა და მოისხამდა. სასტუმრო ოთახში მერცხალს ედო ბინა _ მთელი იატაკი მოთეთრებული იყო ბარტყების სკორეთი. კარგა ხანი იყო გასული მას მერე, რაც უკანასკნელმა მიმჭლევებულმა თაგვმა დატოვა აქაურობა, ისევე როგორც პატრონმა სახლისა. ოღონდ პატრონის წასვლა რაღაცნაირი, გაპრანჭულად ზეიმური იყო _ მთელი სოფელი მიაცილებდა ხელში ატატებულს. მერე მარტოობის წელიწადი ბევრი... ბევრი თურმე ათასს ნიშნავდა ძველად. სახლს ათიც არ დაჭირვებია, ნასახლარს რომ დამსგავსებოდა. მყუდროება ზამთარში ერღვეოდა ხანდისხან. საძინებელი ოთახიდან იქვე მდგარ კარალიოკის ხეზე მოსულ შაშვებს თოფს ესვროდნენ პატარა ბიჭები. აივსო ოთახი სიგარეტის ნამწვებით, ტალახითა და ფურთხით. მერე თითისტოლა გოგო გამოჩნდა საიდანღაც... გამოჩნდა კიარა, მოგრიალდა... არა, მოქარბორბალდა. თან მოიტანა ხმაური, სისუფთავე და სიძვა. კატია ვიქტორევნა ვარო, თავს ასე აცნობდა სოფლელებს. (ვიქტორი გარდაცვლილს პატრონს ერქვა სახლისას). გოგო ქართულად ვერ მეტყველებდა, მაგრამ ცხვირი ჰქონდა ვიქტორისეული. რუსულად მოლაპარაკე მდედრის გამოჩენას სპერმატოზოიდთა მასობრივი აღტყინება მოჰყვა ადგილობრივ ჯეელთა სათესლეებში. ვინ აღარ იბრალებდა კატიასთან მრუშობის ცოდვას. მომსვლელ-წამსვლელთა სახელების დახსომებას ვეღარ აუდიოდა სახლი. გოგომ პირველსავე დღეებში შემოსა იგი ახალი კარ-ფანჯრებით. იატაკი მოხეხა, ჭერი ჩამოწმინდა, ბუხარში ცეცხლი დაანთო... გვიანია, ჩემო კარგო, გვიანი! _ ფიქრობდა სახლი თავისთვის და ამის მიუხედავად, თვალს აღტაცებით ადევნებდა ყოველივეს. შენ უბრალოდ მომსვლელ-წამსვლელი ეძახე იმა ჯეელთ და კატიამ ყველა მათგანს უპოვა საქმე შესაფერი. ზოგს დურგლობა ემარჯვებოდა. ზოგი ხურო იყო. ზოგი მიწას ჩხვერდა. ვიქტორის დროსაც არ ყოფილა აქაურობა ასეთი მშვენიერიო _ აღიარა სახლმა ერთხელაც, მაგრამ მაინც ქვასავით ცივი დაურჩა სული. მერე ერთი ბიჭი მოვიდა. შენ რა ხელობა აგდის ხელზე? _ ჰკითხა კატია ვიქტორის ასულმა. მე? _ ცოტა დაიბნა უცხო _ მე სიყვარული მჭირს შენი... დანახვისთანავე არ მოეწონა სახლს _ თვალებში სიკვდილი ედგა სიძეს. სუსხი აზრობდა ყოველივეს, სადაც ის ჩაივლიდა. ჭირხლი ეკვროდა მისი საძინებლის ფანჯრებს. კბილს კბილზე სცემდა კატია, ქმართან ალერსისას... ვიქტორი უწოდეს ბავშვს. ყინულიან წყალში აბანავეთ-ხოლმეო, ბრძანა მამამ _ ახალშობილის თვალებში მდგარი მზე აშინებდა. თანდათანობით მაინც იწყო დნობა კაცმა. ჯერ ცხვირი გაუთბა. მერე ყურები. მერე ხელ-ფეხი. მკერდსაც მისწვდა სითბო. თვალებს არიდებდა შვილს _ ეგენიც რომ გამითბეს დავიღუპე და ეგ არისო... მერე კატიას ღირსება შეუგინეს ღობის გადაღმა. კაცს ჯერ კიდევ ედგა მცირედი ღონე ოჯახის დასაცავად... ქალმა რის ვაი-ვაგლახით მიასვენა ტახტთან ქმარი, რომელსაც დანის შავი ტარი ამოზრდოდა ფერდთან. მიცვალებული სულ სხვანაირი იყო _ უყინულო. დამდნარი თვალებიდან უკანასკნელი წვეთები იღვენთებოდა და ტახტიდან გადმოკიდული მარცხენა ხელის გავლით წვეთავდა იატაკზე. ძირს კი პატარა ვიკა ხოხავდა და მზით ავსებდა ოთახს. მამის განსასვენებელსაც მიატანა. მცირე ხანს გაოცებით უთვალიერა სითბოშემორჩენილი ხელი და თითებით მოეჭიდა მერე. გაუჭირდა ტანის აზიდვა ბავშვს. ბოლოს მაინც მოახერხა ფეხზე წამოდგომა და ღია კარს მიღმა გადღაბნილ სოფელს გახედა მზით. გათბა სახლი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. არაუშავს, ვნახოთ შემდეგი. არაუშავს, ვნახოთ შემდეგი.
19. უზომოდ დახვეწილი ნაწერია :) წარმატებები, მეგობარო :) უზომოდ დახვეწილი ნაწერია :) წარმატებები, მეგობარო :)
18. აბა, რა მაგარი ფოტოა... განსაკუთრებით დონ კიხოტის შავთეთრი რეპროდუქციის ფონზე, სრული ანტიპოდი =)) მესამე პუნქტი პრობლემატურია, ორსაც მოაგროვებ და ნიკ-ნეიმს შეგიცვლი =))
აბა, რა მაგარი ფოტოა... განსაკუთრებით დონ კიხოტის შავთეთრი რეპროდუქციის ფონზე, სრული ანტიპოდი =)) მესამე პუნქტი პრობლემატურია, ორსაც მოაგროვებ და ნიკ-ნეიმს შეგიცვლი =))
17. პილიგრიმთან ბოდიში, იმიტომ რომ არ წამიკითხავს მისი ეს მოთხრობა, მაგრამ ნეფერტარის კომენტარმა , უფრო სწორად ბლოგიდან ამონარიდმა შემომიყვანა. აბაა, რთულია ბატონო ქართველობა, მაშ როგორ?:)) უნდა ვნახო ეს ბლოგი. პილიგრიმთან ბოდიში, იმიტომ რომ არ წამიკითხავს მისი ეს მოთხრობა, მაგრამ ნეფერტარის კომენტარმა , უფრო სწორად ბლოგიდან ამონარიდმა შემომიყვანა. აბაა, რთულია ბატონო ქართველობა, მაშ როგორ?:)) უნდა ვნახო ეს ბლოგი.
16. ყველაზე ,,თავსებადი" წყვილი:D:D ყველაზე ,,თავსებადი" წყვილი:D:D
15. მა რა, მზა-მზარეული თემატიკა მოგეცი - 30 ამბავი პილიგრიმის. 5 ქულაც ჩამომაწერა პროგრამამ და ხუთ ქულას ცალკე შენ გიწერ (წაუკითხავად) ამ მოთხრობისთვის. კომპენსაციის პონტში, რაკი გვერდი გაგიოფე... :) ნაწყენი ნუ დამრჩები რადგან იცი ჩემზე ეგ არ მოქმედებს :) დროებით "მ ე წ ყ ვ ი ლ ე ვ"...
მა რა, მზა-მზარეული თემატიკა მოგეცი - 30 ამბავი პილიგრიმის. 5 ქულაც ჩამომაწერა პროგრამამ და ხუთ ქულას ცალკე შენ გიწერ (წაუკითხავად) ამ მოთხრობისთვის. კომპენსაციის პონტში, რაკი გვერდი გაგიოფე... :) ნაწყენი ნუ დამრჩები რადგან იცი ჩემზე ეგ არ მოქმედებს :) დროებით "მ ე წ ყ ვ ი ლ ე ვ"...
14. რა მაგარი ფოტოა ისე:D რა მაგარი ფოტოა ისე:D
13. არაფერსაც არ ვთხოვ ნ-ი-კ-ი-ს, იყოს ეს აქ, გამომადგება:)
ჩემი მოთხრობების თემატიკა თუ კარგად გახსოვს, ამათზე ვწერ მეც, მაგრამ მაგ ლოგიკით რომ ვთქვათ, ხმელეთს ერთი მეექვსედი უჭირავს დედამიწის და ჩვენ აქ იმიტომ ვცხოვრობთ რომ წყალში ვერ ვსუნთქავთ... მოკლედ მე ამით მოვრჩი ამ თემას. არსად არცერთ ეპოქაში არ უცხოვრია გმირებს 9/1 შეფარდებით ლაჩრებთან, თუმცა... არაფერსაც არ ვთხოვ ნ-ი-კ-ი-ს, იყოს ეს აქ, გამომადგება:)
ჩემი მოთხრობების თემატიკა თუ კარგად გახსოვს, ამათზე ვწერ მეც, მაგრამ მაგ ლოგიკით რომ ვთქვათ, ხმელეთს ერთი მეექვსედი უჭირავს დედამიწის და ჩვენ აქ იმიტომ ვცხოვრობთ რომ წყალში ვერ ვსუნთქავთ... მოკლედ მე ამით მოვრჩი ამ თემას. არსად არცერთ ეპოქაში არ უცხოვრია გმირებს 9/1 შეფარდებით ლაჩრებთან, თუმცა...
12. ტიპიური "მურთაზას" ფოტოც აგიტვირთე =)))
" მურთაზას" - ეძახიან დღეს თბილისში ისეთ მამრებს, რომლებიც ჩამოთვლილი 30 პუნქტიდან 3-ს მაინც აკმაყოფილებენ. ჟარგონია ეგ თბილისური და ეს მეათე კომენტარიც პილიგრიმის ბლოგიდან გადმოვწერე, ჩემი ბრალი არ არის პილიგრიმო, უი დედაააააააააა.... შენი ბლოგია ხო?>>>>>>>>>:)) ასე აწერია Pilgrim's Blog და მე რაღა ვქნა :)
ტიპიური "მურთაზას" ფოტოც აგიტვირთე =)))
" მურთაზას" - ეძახიან დღეს თბილისში ისეთ მამრებს, რომლებიც ჩამოთვლილი 30 პუნქტიდან 3-ს მაინც აკმაყოფილებენ. ჟარგონია ეგ თბილისური და ეს მეათე კომენტარიც პილიგრიმის ბლოგიდან გადმოვწერე, ჩემი ბრალი არ არის პილიგრიმო, უი დედაააააააააა.... შენი ბლოგია ხო?>>>>>>>>>:)) ასე აწერია Pilgrim`s Blog და მე რაღა ვქნა :)
11. ჰოდა, თუ ნ-ი-კ-ი-ს თხოვ რო მეათე კომენტარი წაშალოს, უარს არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ ამითი ჩვენს საზოგადოებაში არაფერი შეიცვლება. ესაა მთავარი. ასეთია ქართველი კაცების 90%, ამიტომ ის დანარჩენი 10% - ამინდს ვერ ქმნის.
ჰოდა, თუ ნ-ი-კ-ი-ს თხოვ რო მეათე კომენტარი წაშალოს, უარს არ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ ამითი ჩვენს საზოგადოებაში არაფერი შეიცვლება. ესაა მთავარი. ასეთია ქართველი კაცების 90%, ამიტომ ის დანარჩენი 10% - ამინდს ვერ ქმნის.
10. მოდი გავერთოთ, ინტერნეტში არის ასეთი ბლოგი "პილიგრიმის ბლოგი" მშვენიერი განმარტებაა - რას ნიშნავს იყო "მურთაზი"
1. დედის გინებისთვის კაცს კლავდე და შენთვითონ არ აკლებდე (საკუთარი შვილისგან დედას გინება ლოცვად მისდისო გამიგია); 2. გიყვარდეს ცოლი სუფრასთან - როცა მისი სადღეგრძელო მოუწევს და შვილები - ძმაკაცებთან რომ თქვა, მამას გვანან ამათ ვენაცვალეო! 3. ახალგაზრდობაში დადიოდე ბოზებში, - ოჯახს რომ შექმნი მერე გაიჩინო საყვარელი, მარა თუ რამეა მერეც მოსულა ბოზებში სიარული, მთავარია ცოლს არ აკადრო არაფერი ზედმეტი. =)) 4. არ გენანებოდეს ძმაკაცებში ახლადაღებული ხელფასის ხარჯვა და სახლში რომ მიხვალ განგრეული მთვრალი, - შვილისთვის იმის თქმა მაინც მოახერხო, მამი, ხო იცი როგორ მიყვარხარ, ველოსიპედს აუცილებლად გიყიდი შემდეგ თვეშიო! 5. იცოდე და პატივს სცემდე ისტორიას და ტრადიციებს. თითონ ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია გულზე მჯიღის დარტყმა გამოგდიოდეს კარგად (შეიძლება სარკესთან ვარჯიშიც) და ისეთ სადღეგრძელოს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, როგორიც გეკადრება. 6. ბიჭი რომ 14 წლის გახდება ბოზებში წაიყვანო და დაავაჟკაცო. 7. გოგოზე იეჭვიანო და სადმე რომ წავა დაკითხვები მოუწყო. 8. წარსული უნდა გიყვარდეს, დიდგორის ომით უნდა ამაყობდე და “ქართული ხმები”-ს მოსმენისას ცრემლები უდნა გადგებოდეს თვალებზე (დემონსტრაციულად)... 9. 81 წლის დინამო უნდა გახსოვდეს, ინტერს რომ უგებდა, მილანს რო უგებდა, ლივერპულს რო უგებდა. 10. სტუდენტობის წლები უნდა გახსოვდეს (მაინც სხვაა და იმიტომ) როგორ გულაობდით ძმაკაცებთან ერთად სტიპენდიით მოსკოვში, ჯერ რო თვითმფრინავით გადაფრინდებოდით, იქ ნაშებს აყრიდით, მერე ოსტანკინოზე იქეიფებდით და მერე ისევ უკან გადმოფრინდებოდით და დედაშენს რო უნივერსტეტში ეგონე ამ დროს. 11. სიტყვით ლომი და საქმით არაფერი უნდა იყო – ანუ უნდა გინდოდეს კარგი ცხოვრება მაგრამ გეზარებოდეს ხელის განძრევა. 12. უნდა იცოდე გეგმების დაწყობა რომ შენ ამისგან გააკეთებ!......... 13. ტრადიციებს სცემდე პატივს, ქართული სუფრით დაწყებული პირველი ღამის მერე ზეწრის გამოფენით დამთავრებული. მთავარია ფაქტი რომ ტრადიციას სცემ პატივს და არა შინაარსი. რადგან ქართულია, ე.ი. კარგია, ქართული ცუდი არაფერი არსებობს. 15. გოგო უნდა გაათხოვო კარგ ქართულ ტრადიციულ, ჭეშმარიტად მართლმადიდებელ ოჯახში, თან მზითევი უნდა გაატანო იმდენი რომ თვალები სულ დაეფსოთ ახალ გამომცხვარ მოყვრებს. 16. “მურთაზებზე” სახალხოთ მესამე პირში უნდა ილაპარაკო, გულის სიღრმეში კი ჭეშმარიტი “ნასკი გამხადე ქალო” ტიპაჟი ხარ … 17. სიძე კაი ბიჭი უნდა იყოს, კარგი მოქეიფე, კარგი მსმელი, ტრადიციების და ისტორიის პატივისმცემელი (ესეც რა თქმა უნდა დემონსტრაციულად)... 18. უნდა იყო ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. აუცილებლად!!! 19. უნდა სესხულობდე ფულს ქალებისგან 10 დღით, მერე არ უბრუნებდე წლობით, თუ ვალის დაბურნება მოითხოვა, ჯერ უნდა აუხსნა-მისთვის რამხელა პატივია ფული რომ გასესხა და მერე აგინო...ოღონდ ფული არ უნდა დაუბრუნო, რადგან "დაიწერა" და "დააწერე"... 20. უნდა გახსოვდეს, რომ ადრე 1/ 10-ზე მიდიოდნენ ქართველები! (იმის ფონზე, რომ შენ ეგ არასოდეს მოგიწევს და შეგიძლია თამამად იამაყო შენი წინაპრებით!) 21. უნდა გახსოვდეს რომ ვაზიდან დაწურული სითხით, იმ ვაზიდან რომელსაც უგალობენ, შეგიძლია ისე გატყვრე, რომ საკუთარ ცოლ-შვილს დედა აგინო და მერე შვილი რომ რამეს გეტყვის უთხრა “რა შე დედა(ცენზურა), არ ვარ მართალი? აბა როგორ გაჩნდებოდი დედაშენი რომ არ 9ცენზურა)ო”. 22. გენეტიკაში უნდა გქონდეს ნებისმიერი წესის დარღვევა (წითელზე გავლა, ქუჩაზე იქ გადასვლა სადაც გადასასვლელი არაა, ნაგვის ქუჩაში დაყრა, დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფა ფურთხის სახით, დედის გინება), ანუ წესები არ უნდა გევასებოდეს არანაირი. 23. უნდა იყო უკულტურო. 24. უნდა იყო მაგარი უბანში და ლაჩარი სულით, მარა ძმაკაცებისთვის ყველაფრის გამკეთებელი (ნუ თუ საქმე გაჭირდა სირბილიც უნდა იცოდე) 25. უბნელებისთვის მობილური უნდა დაალომბარდო თუ იმათ თავანი აქვთ ჩასაბარებელი. 26. უნდა ცხოვრობდე ”ვაჟკაცი” ბიჭის ცხოვრებით. 27. როდესაც გაიგებ რომ გოგო არ არის ქალწული – უნდა იფიქრო, რომ რადგან სხვასთან “იმასქნა” შენთანაც უეჭველი “იმასქნის” თუ უარი გითხრა, უნდა გალახო, / ”თუ სხვამ გაჟიმა იასნია მეც უნდა მომცეს” ლოგიკით... 28. ქუჩაში გამვლელის ჩაცმულობა თუ არ მოგეწონა გოგოს უნდა მიაძახო - " პატრონი არა გყავს შე დედა(ცენზურა)... ბიჭის შემტხვევაში - ამის პიდარასტი დედა (ცენზურა)... 29. ერთადერთი მისაღები ვარცხნილობა ნანეტია (კაცურია და ჯიგრული)... 30. საპარიკმახეროში (ნანეტის შეჭრისას) პარიკმახერ თათარ გოგონას უეჭველი უნდა უთხრა 1-2 ტკბილი სიტყვა, რაც ფლირტში ჩაგეთვლება. რომ გამოხვალ, ძმაკაცებს ეტყვი - ელვირა მაგარი (ცენზურა), რომ ვეჩალიჩო, უეჭველი მომცემს, მაგრამ მეზარება...
=))) მოდი გავერთოთ, ინტერნეტში არის ასეთი ბლოგი "პილიგრიმის ბლოგი" მშვენიერი განმარტებაა - რას ნიშნავს იყო "მურთაზი"

=)))
9. არადა პესიმიზის ტყვე ჩემი თავი მეგონა:))
ეგ ხალხი ერთი გია აბესაძის საპირწონედ ვერ გამოდგებიან, ნინო!
მეც მოვატყუე ერთ ჩემს ნაცნობს, აგვისტოს ომის მოხალისეებში ჩაგწერე-თქო და იმისი დამუნჯებ-გაყვითლება და ჩხუბი არ დამავიწყდება, მაგრამ როცა კაცებზე ვსაუბრობ, ეგ ტიპი არ მომყავს მაგალითად:) არადა პესიმიზის ტყვე ჩემი თავი მეგონა:))
ეგ ხალხი ერთი გია აბესაძის საპირწონედ ვერ გამოდგებიან, ნინო!
მეც მოვატყუე ერთ ჩემს ნაცნობს, აგვისტოს ომის მოხალისეებში ჩაგწერე-თქო და იმისი დამუნჯებ-გაყვითლება და ჩხუბი არ დამავიწყდება, მაგრამ როცა კაცებზე ვსაუბრობ, ეგ ტიპი არ მომყავს მაგალითად:)
8. იმიტომ გაგმართლებია რომ შენ ქალებთან გაქვს საქმე, რომლებმაც გაცილებით მეტი იტვირთეს მამაკაცებზე და კიდევაც გაქაჩეს. ეზოში დომინოს მორახუნე კაცებს ინახავენ და იმათ კიდე პრეტენზიები აქვთ. =)) "რიბა" და რამე... იმიტომ გაგმართლებია რომ შენ ქალებთან გაქვს საქმე, რომლებმაც გაცილებით მეტი იტვირთეს მამაკაცებზე და კიდევაც გაქაჩეს. ეზოში დომინოს მორახუნე კაცებს ინახავენ და იმათ კიდე პრეტენზიები აქვთ. =)) "რიბა" და რამე...
7. მადლობა დავით, და ყველას, ვინც შემომირბინეთ:) მადლობა დავით, და ყველას, ვინც შემომირბინეთ:)
6. ძალიან დახვეწილი ნაწერია. ძალიან დახვეწილი ნაწერია.
4. კარგად მოთხრობილი ამბავი იყო ესეც.
ავტორის შინაგანი ტრაგიზმის (მისი ზედაპირული მხიარულების ფონზე) გაელვება.
კარგად მოთხრობილი ამბავი იყო ესეც.
ავტორის შინაგანი ტრაგიზმის (მისი ზედაპირული მხიარულების ფონზე) გაელვება.
3. სხვა ისტორია დაიწყო?... საინტერესოა, ვნახოთ რა მოხდება... სხვა ისტორია დაიწყო?... საინტერესოა, ვნახოთ რა მოხდება...
2. საინტერესო იყო. "ყინულის დედოფალი" გამახსენდა ბოლოში. :)) საინტერესო იყო. "ყინულის დედოფალი" გამახსენდა ბოლოში. :))
1. წინა ორზე მეტად მომეწონა.. სული გაუთბა სახლს, ჰო.. დავინახე მზეჩამდგარი თვალები. წარმატებები ავტორს წინა ორზე მეტად მომეწონა.. სული გაუთბა სახლს, ჰო.. დავინახე მზეჩამდგარი თვალები. წარმატებები ავტორს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|