სიზმარი ვნახე საშინელი, რაღაც კოშმარი, წყალს გავატანე შორი გზა აქვს ალბათ სავალი, დინებას გაჰყვა ჩამომშორდა, ვფიქრობ, შორს არის, ნეტავ თუ არის ამ სიზმრების მშვიდი სავანე?!
ზღვის მღვრიე ტალღებს ჩავუყევი მეორე დილას, ჩუმი ფიქრები ხურჯინივით წამოვიკიდე, სად წავიდოდა შუა ღამით, მე რომ მეძინა?! მახსენდებოდა იმ სიზმრიდან ცოტა რამ კიდევ.
ზღვა რატომ ღელავს? შემეკითხა პატარა ბავშვი, ადგილზე გავშრი, გამახსენდა “მშვიდი სავანე” გრძელი სავალი სიზმრებისთვის მღელვარე მარშით.
ზღვას ვაკვირდები ჩემი ჩრდილი ტალღებს უფარავს, ისევე ვმდურვარ, როგორც მუნჯი ჭირისუფალი...