| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 4 აპრილი, 2015 |
სახლი,რომელიც ეყრდნობდა მამაჩემს მხრებზე, მთელი სიმძმით, მთელი ძალით, მთელი დატვირთვით, თითქოს დგება და კედლებიდან გასაქცევს ეძებს, ციხეში დიდ ხანს დამწყვდეული პატიმარივით,
რადგან ძლებს ვეღარ, ტკივილში და ეძებს ნაკვალევს, რომ მამაჩემის ნაბიჯები იპოვნოს სადმე, თუნდაც საფლავში, მიწის ფსკერზე, სადაც უკლებლივ ყველას სხეულებს შავ ფქვილივით უფალი აპნევს.
იყო ბავშვობის მცირე ეზო,სადაც მეზობლებს, მუდამ მოჰქონდათ სიყვარული თითქმის ირიბად მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირივარ...
ძილის წინ მახსოვს ლოცვასავით ამბობდი ესე, ანდა ეს იყო საანდერძო ჩვენთვის წერილი, რომ შვილმოკლული და უღმერთო მუცლები დედებს, შვილო მენჯებზე სულ ეტყობათ საფლავებივით.
ამბობდა ესე და ძილის წინ ცრემლებს ყლაპავდა, თვალის გუგებში და არასდროს ტიროდა ჩვენს წინ, ერთხელაც მითხრა - გამოაღე შვილო ფანჯარა, დადიან ცაზე... ანგელოზთა ფეხის ხმა მესმის...
გარეთ ძაღლები ხმაურობდნენ მთელი ძალ-ღონით, ღამე ტოტოდან ვარდებოდა ძველი ნოხივით, მამაჩემი კი კვდებოდა და ამის გამგონი, არავინ ჰყავდა სახლის გარდა, გარდა ცოლ-შვილის..
ვიდექით მაშინ კდელთან და ცრემლებს ვწმინდავით, მე და ჩემი და ხმა გამოცლილ მტირალ დედაჩვენს, ღმრთო რა რთული სათქმელია მაგრამ წმინდანი დედაჩემია, როცა ტუჩზე ლოცვას შევამჩნევ.
ახლა ის სახლი ფანჯრებიდან მამაჩემს ეძებს, ჩვენ კი არ ვარღვევთ არასოდეს ხმა მაღალ დუმილს, რადგან ჯერ კიდევ მამაჩემის სუნი აქვთ კედლებს და მამაჩემით სავსე მიწას შვილივით ვუვლი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს არის ძალიან კარგი ლექსი! ემოციურად ძლიერია და კარგი კადრებია დაჭერილი!
5 ეს არის ძალიან კარგი ლექსი! ემოციურად ძლიერია და კარგი კადრებია დაჭერილი!
5
5. რომ შვილმოკლული და უღმერთო მუცლები დედებს, შვილო მენჯებზე სულ ეტყობათ საფლავებივით.
მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირი
ღმრთო რა რთული სათქმელია მაგრამ წმინდანი დედაჩემია, როცა ტუჩზე ლოცვას შევამჩნევ.
+5
რომ შვილმოკლული და უღმერთო მუცლები დედებს, შვილო მენჯებზე სულ ეტყობათ საფლავებივით.
მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირი
ღმრთო რა რთული სათქმელია მაგრამ წმინდანი დედაჩემია, როცა ტუჩზე ლოცვას შევამჩნევ.
+5
4. რა ძნელია უსაყვარლესი ადამიანისგან შორს ყოფნა... :(((
რა ძნელია უსაყვარლესი ადამიანისგან შორს ყოფნა... :(((
2. ძლიერი ლექსია შედარებებით და ემოციურადაც.
"მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირივარ..." ეს განსაკუთღებით.
სიკეთე ავტორს ძლიერი ლექსია შედარებებით და ემოციურადაც.
"მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირივარ..." ეს განსაკუთღებით.
სიკეთე ავტორს
1. ძლიერი ლექსია შედარებებით და ემოციურადაც.
"მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირივარ..." ეს განსაკუთღებით.
სიკეთე ავტორს ძლიერი ლექსია შედარებებით და ემოციურადაც.
"მამა შენ უნდა თბილ პურივით გამომეზოგე მთელი სიცოცხლე, მე კი ამას ახლა ვტირივარ..." ეს განსაკუთღებით.
სიკეთე ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|