ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2015


ისევ მეტკინა

ეს მერამდენედ, მატკინეს გული,
თუმცა მიზეზი ვიპოვე ჩემში,
ყველას ვისახლებ და ვეკედლები,
როგორც უქოლგო, ქოლგიანს თქეშში.

ბევრის ტკივილით , მტკივა ვენები
ბევრის ღიმილით დღეებს ვაღიმებ,
თუ კაცს სიბნელე დაეპატრონა,
დავუდგები და ბნელსაც შევირევ....

არ მეგულება ქვეყნად ჭაობი,
სულს რომ ჩაძირავს ან მოათავებს,
თუ გვერდით მდგომი იმას არ ფიქრობს
ამ გვერდში დგომით, რას დაიშავებს.

რას გაუფუჭებს, ან რას მოუტანს,
ხელჩაჭიდება დაცემულ კაცზე ,
თუ დამარცხება თავშივე აფრთხობს
და ეშინია შენს გვერდით ჯვარზე

გაკრული, ოხვრას მოჰყვება.
ყოველ დაღვრილ სისხლს, წვეთით ინანებს
რატომ გამოგყვა ? რას დაგიჯერა?
რად აუმღვრია წყალი მდინარეს?!

თავის კამკამა ცხოვრება შენთვის,
არას გულისთვის არ აერია,
თავგანწირვის და სხვების გარეშე,
ცხოვრება მეტად მშვენიერია!

და არსებობენ მრავალი , მსგავსნი.
ქალი თუ კაცი ამ დროს ერთია,
გინდ მეგობრობა, გინდ სიყვარული,
მათთვის უცხო და ზედმეტია.......

მე რომ ვერ ვცნობდი, მათ არ ვაბრალებ,
თურმე მიზეზი ყოფილა ჩემში,
ყველას ვისახლებ და ვეკედლები
როგორც უქოლგო , ქოლგიანს თქეშში.

19.03.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები