 | ავტორი: დამიანი ჟანრი: პოეზია 28 მარტი, 2015 |
* * * ჩემო ახალო, მაგრამ მაინც დრომოჭმულო სიყვარულო, ყველაფერზე კი აგვიცრუვდა გული, რაც მოვიპოვეთ. ფასიც დავკარგეთ ერთმანეთის თვალში, ზედმეტი ზრუნვით- მაგრამ მოგონებები, მაინც მარილში წვანან...
* * * მთელი ბავშვობა არის მარყუჟი, საიმედო, გრძელი საბელით.
* * * უცნაურია, მაგრამ ხმაურს სიჩუმე ათავისუფლებს.
* * * დანაწევრებული მოგზაურობა
ჩემი მოგზაურობა არის დანაწევრებული გვირაბებსა და დროებით სივრცეებში, და მათ შორის მოგუდულ ხმაურში, რომელიც ვაგონთა უცაბედ შეჭრას მოაქვს და ჩემი ხილვებიც არის დანაწევრებული, წარსულში ჩარჩენილი სახეებით, და აღმოჩენით რომ ყველაზე დიდი მოწყალება, რაც კი შეიძლება ვაგონში ნახო არის ფეხების შეკეცვა, გზის დასათმობად, როდესაც მათხოვარი ჩამოივლის და ასეთი სიკეთისთვისაც საკუთარი თავის მადლიერება. ჩემი ხილვები ჯოჯოხეთურია, უმსხვერპლო ხაფანგებით, ჯიბეში მოფათურე ხელებით, როცა ტანჯვა არის არა უფულობა, არამედ როდესაც გაქვს და არ იცი როგორ ისწავლო განაწილება.
და , აი, ახლაც შემოდის ვიღაც, -წარსულში ჩარჩენილი თვალებით-, რომელიც დგება შენ წინ და სანამ გადაწყვეტილებას იღებ თუ რა გაიღო, ხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში...
და ვიცი, რომ ჰქონოდა მასაც ჩვენსავით ბევრი ნაკლი, ან თუნდაც ერთი, უთუოდ, მეყვარებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი მიგნებებია...ემოცია ზუსტი...თუმცა ცოტა ბუნდოვანიც...
"როდესაც მათხოვარი ჩამოივლის და ასეთი სიკეთისთვისაც საკუთარი თავის მადლიერება. ჩემი ხილვები ჯოჯოხეთურია, უმსხვერპლო ხაფანგებით, ჯიბეში მოფათურე ხელებით, როცა ტანჯვა არის არა უფულობა, არამედ როდესაც გაქვს და არ იცი როგორ ისწავლო განაწილება." ეს ძალიანმომეწონა...:) კარგი მიგნებებია...ემოცია ზუსტი...თუმცა ცოტა ბუნდოვანიც...
"როდესაც მათხოვარი ჩამოივლის და ასეთი სიკეთისთვისაც საკუთარი თავის მადლიერება. ჩემი ხილვები ჯოჯოხეთურია, უმსხვერპლო ხაფანგებით, ჯიბეში მოფათურე ხელებით, როცა ტანჯვა არის არა უფულობა, არამედ როდესაც გაქვს და არ იცი როგორ ისწავლო განაწილება." ეს ძალიანმომეწონა...:)
5. ეს ბიჭი წაიკითხეთ.. ეს ბიჭი წაიკითხეთ..
4. ჰო, ეს კარგია ნამდვილად:) 5 ჰო, ეს კარგია ნამდვილად:) 5
3. ამ ლექსების კითხვისას ..ხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში'', იმდენად მართალია ყოველი ფრაზა მართალი და აქედან გამოპმდინარე- ადამიანური... ამ ლექსების კითხვისას ..ხვდები, ვინ ხარ სინამდვილეში``, იმდენად მართალია ყოველი ფრაზა მართალი და აქედან გამოპმდინარე- ადამიანური...
2. "დამიანის" გამორჩეული ხელწერა - მთავარი სათქმელის მკითხველამდე მოტანა ზუსტად და ჭარბსიტყვაობის გარეშე.
"დამიანის" გამორჩეული ხელწერა - მთავარი სათქმელის მკითხველამდე მოტანა ზუსტად და ჭარბსიტყვაობის გარეშე.
1. კარგია, მომნატრებია ეს ავტორი. კარგია, მომნატრებია ეს ავტორი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|