 | ავტორი: ლელე.... ჟანრი: პოეზია 29 მარტი, 2015 |
გავხედე ამინდს, უჟმური და ნაცრისფერია. კენკავს ბეღურა, მოწყენილი, ღამეს და აპრილს ქალაქში ახლა, ისე როგორც ჩვენში, მტვერია ქარი კი, უფრო, გაზაფხულის მიაგავს კაპრიზს.
ინგლისურ ფანჯრებს აღარ ასდით სურნელი მუხის, რადგან ფანჯრებიც, თავისთავად, ჰგვანან ჩარჩოებს საუკუნეა, არაფერი მსმენია უფლის, წვიმის სურნელში გადავკარგე სულის სარჩევი.
და ყოველ ღამით, ჩემთან ერთად ძველი ხედია. მარტოობის და არც მერცხლები აღარ მღერიან. ჩემი თითები, შენს კისერს კი კვლავ ეხებიან, ამინდი ისევ უჟმური და ნაცრისფერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. განწყობის ლექსია.
მარტოობას სწავლა უნდა!!! განწყობის ლექსია.
მარტოობას სწავლა უნდა!!!
4. ადრე მომივიდა ლექსის დადება ხო? მადლობა ნიკი :* თქვენც მეგობრებო ადრე მომივიდა ლექსის დადება ხო? მადლობა ნიკი :* თქვენც მეგობრებო
3. კარგი ლექსია მე მგონი, მაგრამ ნექტარისთვის უკვე აპრილია თუ შეცდომაშია შეყვანილი? :)
5 ქულა კარგი ლექსია მე მგონი, მაგრამ ნექტარისთვის უკვე აპრილია თუ შეცდომაშია შეყვანილი? :)
5 ქულა
1. +. 1/04/15წ. ნექტარი. +. 1/04/15წ. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|