ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2015


ელისო

იჯდა , ელისო ,იჯდა მოწყენით,
მთვარე ურთობდა ნაღვლიან თვალებს,
და კულულებში მკრთალი ნათება
მარგალიტს ჰგავდა ლურჯად, ელვარეს,

ქუჩაში ბნელი ჩამოშლილიყო,
მარტოობაში დნებოდა ღამეც,
მზის ლოდინში კი, სულის სიმშრალე
იყო ერთგვარად ტკბილი და მწარეც. 

ის გაიხსენებს გათენებამდე,
რა რიგ დღეს მისდევს, დღის ჩანაცვლება,
წარსულის ჭაობს ჩაჭიდებული,
მომავალსაც , რომ არ ენაღვლება,

ყოველთვის ამ დროს , მუსაიფობენ
შავ თვალებიდან ნადენნი ცრემლი,
ნამიან წამწამთ, კვლავ შერჩენოდათ,
მწველი სიეშხე, გულის შემძვრელი,

სეხეზე, თუმცა ნაოჭიც სახლობს,
ვერ დაუკარგავს მისთვის ხატება,
ნაღველი ერჩის , თორემ ელისო
წარსულის მსგავსად ოცნებად, რჩება,

მაგრამ ვაი, რომ შეცვლილი გული,
ვულკანს მიუგავს, ლავა ამოცლილს
სიყმაწვილეში, რომ ამოფეთქა და
ფერფლად შერჩა ყველა, „შელოცვილს“

ეხლა კი, მხოლოდ სიცარიელე,
მარტოობაში ტანჯული ვნება,
აღარც თუხთუხებს სისხლის მდინარე
გახეთქვამდე ,რომ ძარღვს ეხეთქება...

გათენებამდეც ცოტაღა დარჩა,
თითქოს მზის სხივი მოიტანს იმედს
ჩიტის სიმღერა და თბილი სიო,
რაღაც სიახლით შემოაბიჯებს,

შავი ფიქრებიც გაქრება ალბათ,
მიიმალება წარსულის სხვენზე ,
მთვარის მოსვლამდე დაიდებს ბინას
გაბრაზებული - „იმედის მზეზე“

ელისო ,ისევ ფანჯრის წინ მჯდომი
დაელოდება წყვდიადის ნებას
გაითავისებს ,რომ მარტოობას
გვერდით დაუდგა, როგორც მეგობარს,

თავსაც ჩაღუნავს სარკესთან ახლოს
საკუთარ ლანდის ექნება რიდი
თვალებს ვერ ეტყვის , საკუთარ თვალებს,
ეს სიამაყე, რად სდევდა დიდი?!

განა არ იყვნენ „შელოცვილები“?!
„ჯადო ცხებულნი“,  რომ იყვნენ მისით!
საპასუხოდ კი რა იყო მხოლოდ,
აისბერგები, მოსილი ნისლით !!

ერთს გაიღიმებს, მიხვდება კიდეც...
ფარფატა თითებს მუშტად, შეკუფრავს
და ვით- მარკესის ამარაანტას
მარტოობის მზე, მასაც შემუსრავს!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები