...ის დგას ფანჯრებთან,ნაბიჯია ახლა ღმერთამდე, გადავეხვევი ვიცი შიგნით თუ შემოვიდა, ღმერთია,მხოლოდ იმის გამო რომ მას ერთადერთს შესწევს უნარი წამიყვანოს უშენობიდან... ------------------------------------------------------
ციოდა წუხელ (ცივიაო მარტი,ნამდვილად ასეა.)მე კი ფიქრითა და არყით გალეშილს, ბუხართან როგორც ზარმაც კატას,ისე ჩამთვლიმა და ცელქი ბავშვი დამესიზმრე გრილ სიმწვანეში იყავი ჩუმად,პაწაწინა,ბროლის თითება, ზეცისთვალება,მზისყვავილა და კანხორბალა, იმალებოდი მაგრამ არა! ეს ჩვენ,დიდებმა, გამოვიგონეთ ეს თამაში - "დამალობანა". რომ დაგვეკარგა ყველაფერი სუფთა,ნამდვილი უჩუქებია უფალს ჩვენთვის რაც კი რაიმე, შენ კი იდექი პაწაწინა,თითებგათლილი და ნეკის წვერზე აცოცებულ ჭიამაიებს
თხოვდი: "ჭიავ,ჭიავ მაპოვნინე, მე შენს დედას გაპოვნინებ, ჭიავ,ჭიავ მაპოვნინე, მე შენს დედას გაპოვნინებ."
გამეღვიძა და თითქოს იყო, თან არც იყო რა, ყვავილებივით მომაგონდი, თხელი ნაკვთებით, მე წელში თითქმის გაწყვეტილი,ხმელი ჭიგო ვარ და შენი მკერდის მწიფე მტევნებს შემოვაკვდები! და სანამ ძვლივსღა შერჩენილი რწმენაც გამშორდა მოდი! მხრებიდან ჩამომხსენი მლაშე ლოდები, მოდი და კოცნით დავიბრუნოთ ჩვენი ბავშვობა, მოდი და ყელში ჩამაწვეთე - "ბავშვს ველოდები". და მე გეტყვი რომ შემიყვარდი სულით-ხორცამდე და ალმას ცრემლებს ჩამოგიკრეფ თვალზე სამძივე- -ცრემლებს და სანამ რამეს გეტყვი,(მოგილოცავდე) ჯერ ჩემს არ ყოფნას ორი სიტყვით მოგისამძიმრებ
მჭირდები ჩემო! ------------------------------------------------
გამოიდარა. გავაყოლე მღვრიე ნაფაზებს ლექსი და ფეხი გადავადგი ფიქრის ბარიერს. ღმერთი კი სახლში შემოვიდა, ფანჯრის რაფაზე, ვუყურებ წითელკოპლებიან ჭიამაიებს...
ჩვენ ჭიამაიები ვართ. გაზაფფხული მოვიდა. მიყვარხარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მე წელში თითქმის გაწყვეტილი,ხმელი ჭიგო ვარ და შენი მკერდის მწიფე მტევნებს შემოვაკვდები!
არაჩვეულებრივი ლექსია. მშვენიერი. მე წელში თითქმის გაწყვეტილი,ხმელი ჭიგო ვარ და შენი მკერდის მწიფე მტევნებს შემოვაკვდები!
არაჩვეულებრივი ლექსია. მშვენიერი.
7. ძალიან მაგარია ! :) ძალიან მაგარია ! :)
6. :) მადლობა! :) მადლობა!
5. ეს ბიჭი, ძალიან მაგარი ბიჭია:) და უფრო მაგარია ასე რომ უყვართ.. სიკეთე.. ეს ბიჭი, ძალიან მაგარი ბიჭია:) და უფრო მაგარია ასე რომ უყვართ.. სიკეთე..
2. სულხან... ეს სიგიჟეა ჩემი ესე და ისე! საღოლ!
სულხან... ეს სიგიჟეა ჩემი ესე და ისე! საღოლ!
1. ძალიან ლამაზია ) ძალიან ლამაზია )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|