ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2015


ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ

ნესტიან ქუჩებში შევიგრძნობ სისველეს,
ცრემლების ნაკადი შეერწყა ამინდებს,
ბავშვობის გემიდან გაქცევას ვაპირებ,
შუქნიშნის ფერები, თითქოს, თვალს მარიდებს.
მივდივარ- მწვანეა... გავრბივარ- წითელი...
დრო გადის, არაფერს არა აქვს მნიშვნელი,
წვიმა  თუ ჩარეცხავს ხელნაწერ ტრაფარეტს,
ნაღველს და სისველეს ჩემს გულს რომ ამატებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები