ზამთრის, უღრან ტყეში რომ დადგები, სიჩუმეს სწავლობ. მიადებ ყურს და ხეების, გულის ცემა გესმის. ალბათ ზამთრის ტყეში ვისწავლე, ტკივილების მუნჯად ატანა. გულთან კი, ჯერ არავინ შეჩერებულა, ყური რომ მოადოს.
************************* სცრის, მეც არ ვიცი, რატომ ამტკივდი, სადამდე გასტანს სულის წამება. თოვლი კი როგორც თეთრი ბატკნები, მოვა და მინდვრად, ისე დაწვება.
დასდევენ ფიფქებს, სულის პეპლები, მერე კი ზამთარს ხელში აკვდება. აკვდება მაგრამ ცივი ხელებით, მომაკვდავ პეპლებს სულში მაბერტყავს.
თოვს, მეც არ ვიცი რატომ ამტკივდი, თოვლია- ჩემი სულის წამება, მოვა და როგორც თეთრი აკლდამა, შენი სულისთვის, ჩემში ჩადგება.
****************************************************** ვერც სიყვარულში, დავემგვანე ადამიანებს, მათ უპასუხო სიყვარული, უფრო სტკიოდათ, მე კი რომელზეც, ვერ ვუპასუხე.