ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2015


ფ რ ა გ მ ე ნ ტ ე ბ ი

მე ვარ ის ფილმი,
შენ რომ არ გიყვარს,
მაგრამ აღმერთებ ფრაგმენტებს ჩემში,
კადრებად მშლი და
კადრებად მაწყობ,
ვეღარ გამიგე საერთო ჯამში.

მე ვარ ის კინო,
რომელსაც ახვევ,
რომ შეაჩერო საჭირო კადრი
და იმ ერთ წამში,
იმ ერთ ფრაზაში
სხვა ჟანრის შემდგარ ფილმებსაც მადრი.

მგონია, რომ არ
გესმის ქვეტექსტი,
არა-და სცენარს მე შენთვის ვწერდი,
სხვა მაყურებელს,
სხვა შემფასებელს,
არ ვისურვებდი არავის, გარდა...

ვერ მიგახვედრე,
რომ მთლიან კინოს
აკლია შენი მთავარი როლი.
თუ უარს ამბობ
კადრში შესვლაზე,
რეჟისორს აღარ მიუძღვის ბრალი.

სულ იმეორებ,
რომ ის არა ვარ.
არ მაღიარებ საკუთარ თავთან,
იქნებ გვეცადა,
კადრში შემოდი
შენ დაასრულე ფრაგმენტი, .....


23:29
03.04.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები