ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ზაქაიძე
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


ერთგული, ან იქნებ უგულო

ბოლო დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, მგონია “მას” სურვილი აქვს ჩემთან ახლო კონტაქტის,
სურს შიშველ სხეულზე შევეხო, მე კი უმეტესად ზურგს ვაქცევ და ყოველთვის ფეხებით ვთელავ
(ეს უფრო ძალაუნებურად გამომდის ასე.)
  როდესაც დაწოლის დრო მოდის წარმოვიდგენ როგორ უცდის საწოლთან მისვლის მომენტს,
რომ ჩვენ ერთმანეთს შევეხოთ, თუმცა შუქში ძილს მიჩვეული არ ვარ და როდესაც ჩასაქრობად მივდივარ კუთხეში დგება,
დასჯილი ბავშვივით და ცდილობს ხელი შემიშალოს დენის გამორთვაში,
“ჩამრთველს” ხელს აფარებს მაგრამ არაფერი გამოსდის და ვაქრობ შუქს მის იმედთან ერთად მომდევნო დილამდე.
  ხშირად ჩემთან სიახლოვის სურვილის გამო შეხებია სხვის სხეულს, ასეთ დროს თითქოს უსიამოვნებისგან გველივით იკლაკნებოდა,
განშორებისთანავე კი ძირს ენარცხებოდა.
  როდესაც ნასვამს ფეხი მერევა მეცინება ხოლმე საკუთარ რყევაზე, ის კი თითქოს ნერვიულობისგან ცახცახებს
და საითაც წავბორძიკდები იქით მომყვება, ან იქნებ არც კი ნერვიულობს და ცდილობს შემეხოს და სწორედ ამის გამო კანკალებს,
რომ წარმოიდგენს... თუმცა არამგონია წარმოდგენის უნარი ქონდეს, ან იქნებ აქ კიდეც... მეცინება საკუთარ მერყეობაზე.
ერთ საღამოს ზედმეტად ნასვამს ფეხი ამერია, შიეძლება მანაც წამომიდო, წავიქეცი,
მთელი სხეულით დავენარცხე და დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევეხეთ, თავი წამოვწიე მინდოდა თვალებში შემეხედა,
თუმცა დახუჭული ჰქონდა ან საერთოდ არც ჰქონდა თვალები.
წამოვდექი და გზა გავაგრძელე...
ლამპიონების მწკრივს მოვყვებოდი, როგორც კი რომელიმე ლამპიონს გამოვცდებოდი წინ მხვდებოდა,
მე კი უბრალოდ ზედ გადავუვლიდი ხოლმე და ძველებურად ზურგს უკან მომყვებოდა ჩემი ჩრდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები