| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2015 |
ყოველდღე, როცა 6 ხდება, მზესთან პირისპირ ვდგები ან ვწვები საკითხავად ჩემი ლექსების, თვალს ვერ მისწორებს, ეშინია, მე ვარ იასპი, თვალს ვერ მისწორებს, მე არ ვიღებ მის შესწორებას, სწორედ ამიტომ მე ვარ მუდამ თვალდახუჭული და არ მიხილავს ან არ მსურდა, ძმებო, ჰეროდე და ვადღეგრძელებ დედამიწის კუთხე-კუნჭულებს ხშირ შემთხვევაში ჰელიოდან საქართველომდე. მე მჯერა ყველა შუქნიშანის, რომელნიც კვეთენ ქუჩებს, რომლებსაც მიმოვყავართ შეკვრამდე მუჭის და რადგან მკვეთრად მეხატება ყოველი კეთრი, ფერთა სიმკვეთრეც დავივიწყე და თვალებს ვხუჭავ გაშლილ მუშტებზე, მე არა ვარ მათი მუშთარი, დახუჭულ თვალებს ეძახიან თქვენში უშუქოს და, როგორც მუშა ვაბინძურებ ყველა თაროებს, მერე თერთმეტგზის რომ მეწოდოს ერთი მუშაკი. ახლა კი ვკვდები, რომ ხელახლა ისეთად ვიშვა, როგორც შუქნიშნის არსებაში დროის მუხრუჭი... მზემ ამ სამყაროს ჩამოჰკიდა კისერზე ეშვი- მამონტის, მე კი, როგორც წესი, თვალი დავხუჭე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბოლოში ავურიე, ვაღიარებ :) ბოლოში ავურიე, ვაღიარებ :)
1. ეს რა ღრმადფილოსოფიური ნაშრომია....
"ახლა კი ვკვდები, რომ ხელახლა ისეთად ვიშვა, როგორც შუქნიშნის არსებაში დროის მუხრუჭი... მზემ ამ სამყაროს ჩამოჰკიდა კისერზე ეშვი- მამონტის, მე კი, როგორც წესი, თვალი დავხუჭე."
საერთოდ რომ ვერ გავიგე ეს, არაუშავს , ხო? :)
ეს რა ღრმადფილოსოფიური ნაშრომია....
"ახლა კი ვკვდები, რომ ხელახლა ისეთად ვიშვა, როგორც შუქნიშნის არსებაში დროის მუხრუჭი... მზემ ამ სამყაროს ჩამოჰკიდა კისერზე ეშვი- მამონტის, მე კი, როგორც წესი, თვალი დავხუჭე."
საერთოდ რომ ვერ გავიგე ეს, არაუშავს , ხო? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|