ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავად არასდროს უთქვამს ღმერთი ვარო, მაგრამ ღმერთკაცს ეძახდნენ მაინც. მისთვის რომ გეკითხათ, ანგელოსთა ლეგიონის მეთაურობას უფრო დაიჩემებდა ალბათ. სიმართლე კი ის გახლდათ, რომ საყოველთაოდ აღიარებულ სულელს წარმოადგენდა ქალაქში. ხოლო ქალაქი პატარა იყო და არავის ეძვირებოდა მისი ნაცნობობა. ღმერთკაციც იმიტომ შეარქვეს, გარეგნულად არაფერი ეცხო ღვთიური, თუმცა კი ყოველდღიურად ემუსაიფებოდა უფალს, როგორც თავად ამბობდა. ერთხელ, სკვერში სეირნობისას, უცნობ ახალგაზრდას ჰკიდა თვალი. მდაბლად მიესალმა, მოიკითხა და ისე მსწრაფლ გაეცალა, უცნობმა მხოლოდ მხრების აჩეჩვა მოასწრო გაოცების ნიშნად. მერე ისევ დაბრუნდა და პაპიროსი სთხოვა ბიჭს. ცეცხლიც იბოძა და წეღანდებურად მიიმალა სადღაც. _ ახალგაზრდავ, შეიძლება მცირე ხანს გესაუბროთ? _ ხუთიოდ წუთში კვლავ გამოეცხადა ჭაბუკს. _ ბატონი ბრძანდებით! _ შენ ალბათ არ მიცნობ _ მე ღმერთთან საუბრის უნარი მაქვს... ახლაც, შენს შესახებ დავეკითხე გამრიგეს არსთა და ისეთი რამეები მაუწყა, რომ არ გადმოგცე, არაფრით შეიძლება. _ ?!-ო _ ბიჭმა. _ გეცოდინება, ოთხასი ანგელოსი ჰყავს უფალს. მათგან თოთხმეტი მთავარანგელოსია და ქერუბიმებს ვეძახით, ხოლო დანარჩენნი სერაფიმებად იწოდებიან... _ მერე? _ დაინტერესდა ბიჭი. _ შენ ერთ-ერთი ხარ სერაფიმთაგან. _ აჰა, გასაგებია! _ ღიმილი შემოასკდა ჭაბუკის სახეს. _ შენა და, იმათიანთ ის რომ არის, იცნობ მაგას? _ ვერ! _ ჰოდა ეგ გოგო სტუდენტია, ახლა თბილისს გახლავს და როგორც კი ჩამოვა, მაშინვე უნდა გაგაცნოთ ერთმანეთი. _ რა პონტში? _ რატომ და ეგაც ერთ-ერთი სერაფიმია და თუ თქვენ ერთმანეთზე არ დაქორწინდებით, ბედნიერებას ვერსად ჰპოვებთ პირსა მიწისა... კიდევ ერთ პაპიროსს ხომ ვერ მომაწევინებ? ჭაბუკმა დემონსტრაციულად აქცია ზურგი.
პ.ს. ხანი რომ გამოხდა, შემთხვევის წყალობით ბიჭმა მართლა გაიცნო ის გოგო და სიცილით უამბო ღმერთკაცის ნაუბარი... მერე ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს... მერე ქალწულობა წაჰგვარა გოგონას... მერე გოგოს მოკეთეებმა გამოიღეს ხელი...
ერთიც:
თეატრის სასახლიდან გამოსულ პატარა ბიჭს აედევნა ღმერთკაცი _ ნება მიბოძე, შენს წარსულში შევყო მზერაო. ბიჭუნა ძალიან კი დაფრთხა, მაგრამ გაქცევაც ვერ გაბედა და შიშნეულად მიაცქერდა თვალებში. _ შენა, უოლტერ სკოტის რომელიმე თხზულება თუ წაგიკითხავს? _ შორიდან დაიწყო კაცმა. _ აივენჰო. _ მოგეწონა? _ დიახ, ძალიან! _ იცი, რომ შენ უოლტერ სკოტი იყავი წინა ცხოვრებაში? _ უჰუ?! _ წყალი არ გაუვა, სკოტ! _ მერე? _ მერე ისა, რომ მწერლობის გარდა სხვა საქმეზე არც იფიქრო, ყმაწვილო! _ გასაგებია, წავალ მე ახლა! _ წადი სკოტ, წადი ჩემო ბიჭო! ეჰ!
პ.ს. ამ ამბის შემდგომ ყმაწვილმა ბევრი იფორთხა ცხოვრების გზაზე, ბევრს საქმესაც მიჰყო ხელი, მაგრამ ყველგან უმტყუვნა იღბალმა. მერე მწერლობასაც მიეტანა. მართალია აქაც მრავალგზის მოეცარა ხელი, თუმცა ბოლოს შექმნა მოთხრობა ,,მცირე ქალაქის ღმერთკაცი“, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ლიტერატურის ისტორიაში.
ერთიც:
_ პაპიროსი ხომ არ გაქვთ კაცებო?! _ მოდი აქ, ღმერთკაც, მოდი მოგაწევინებ! რაო, რას გამცნობს ის შენი ღმერთი _ გამოვა ამინდებიო? _ ეს ორი დღეც მოითმინეთ და დარები მიეწყობაო. _ ვახ, კარგია! კიდევ რას იუწყება, გაგვანდე შე კაცო! _ შენ რა გაინტერესებს კერძოდ? _ აი... მაგალითად როგორი ცხოვრება გველოდება? _ ეგ ხე(რომლის ძირშიც ახლა ზიხარ) კალბასებს გამოისხამს, ეს მდინარე _ გარციცად , ეს ქვები კი პურად გადაიქცევა... _ ვახ! _ თქვენც მეტი რა გინდათ? _ მოწყვეტ კალბასს, ამოავლებ მდინარეში და იცხოვრებ უზრუნველად... _ ეგ კი კარგი რამეები გვითხარი, მაგრამ ხე რომ გახმეს, რა გვეშველება მერე? _ ახლა რომ გითხრა შტერი ხარ-მეთქი, ძალიან გეწყინება? _ რას მერჩი, შე კაცო? _ ხე რომ გახმეს, მის ნაყოფს რა მოუვა ვერ ხცდები?! _ მე რავი?! _ კაფჩონი კალბასი გექნება, იდიოტო!
ერთიც:
_ რას გვეტყვი, ღმერთკაც, დაბრუნდება სამაჩაბლო და აფხაზეთი? _ სანამ თქვენ აქ ზიხართ, მაგ საქმიდან არა გამოვა რა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. კიდევ დაიწუწუნებთ ამ საიტიდან ხალხი რატომ გაიქცაო, , , თავფურცელზე როგორი ნაწერებიცაა გამოტანილი, აი, იმიტომ. რომ შეაფასო, განიხილო, დადებითი ან ყარყოფითი რეცენზია დაწერო ლიტერატურა უნდა იყოს. სად ხედავთ აქ ლიტერატურას?
კიდევ დაიწუწუნებთ ამ საიტიდან ხალხი რატომ გაიქცაო, , , თავფურცელზე როგორი ნაწერებიცაა გამოტანილი, აი, იმიტომ. რომ შეაფასო, განიხილო, დადებითი ან ყარყოფითი რეცენზია დაწერო ლიტერატურა უნდა იყოს. სად ხედავთ აქ ლიტერატურას?
23. ანგელო"ზ" ზ ზზზ :) ანგელო"ზ" ზ ზზზ :)
22.
აი რა აქვს ახლა ამას სათავფურცლე ? ერთი მოანეკდოტო ამბავია, ქუჩაში რომ ყვებიან ისეთი. არაფერი საინტერესო. კომენტარებს ჩავხედე, ხოდა რაზე აფანატებთ ერთმანეთზე, ეგეთი რამეები PM-ში რო წეროთ არ ჯობია? ვის რაში აინტერესებს ეგ? არა, არ ვარგა ეს... პაღდონ...
აი რა აქვს ახლა ამას სათავფურცლე ? ერთი მოანეკდოტო ამბავია, ქუჩაში რომ ყვებიან ისეთი. არაფერი საინტერესო. კომენტარებს ჩავხედე, ხოდა რაზე აფანატებთ ერთმანეთზე, ეგეთი რამეები PM-ში რო წეროთ არ ჯობია? ვის რაში აინტერესებს ეგ? არა, არ ვარგა ეს... პაღდონ...
21. მიხარია რომ მოგეწონა მიხარია რომ მოგეწონა
17. მოკლედ თქვენ ,,სისხლი გამიშრეთ" დედოფალო:)
მე რუსულად კიარა ჟარგონულად მიწერია:)
დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლა ,,დაღლილი ვირების ქვეყანა"-ში რომ ვკამათობდით:) მოკლედ თქვენ ,,სისხლი გამიშრეთ" დედოფალო:)
მე რუსულად კიარა ჟარგონულად მიწერია:)
დაახლოებით იგივე სიტუაციაა ახლა ,,დაღლილი ვირების ქვეყანა"-ში რომ ვკამათობდით:)
16. "კაპჩიონნი" =) "კაპჩიონნი" =)
15. ქერუბიმებს და სერაფიმებს რაც შეეხება, ის კაცი ასე ამბობდა და ვერაფრით შევცვლი, ნეფერტარ:)
რაც შეეხება კალბასს და კაფჩონს, აუცილებლად მოვაქცევდი ბრჭყალებში, დიალოგში რომ არ იყოს გამოყენებული:)) ქერუბიმებს და სერაფიმებს რაც შეეხება, ის კაცი ასე ამბობდა და ვერაფრით შევცვლი, ნეფერტარ:)
რაც შეეხება კალბასს და კაფჩონს, აუცილებლად მოვაქცევდი ბრჭყალებში, დიალოგში რომ არ იყოს გამოყენებული:))
14. ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2015 ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2015
13. ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2015 ავტორი: პილიგრიმი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
9 აპრილი, 2015
12. ისე, ერთმანეთის ქება-დიდებას და დაფანატებას, არ ჯობია ამ ავტორს ნაწერში შეცდომები გაასწორებინოთ? არ ისე ცოტაა თქვენ ნუ მომიკვდებით, ვინცხა იმისი არ იყოს... კაფჩონი... ... კალბასი ...კალბასებს ...გარციცად ან ბრჭყალში მოაქციოს ან სწორად დაწეროს ხომ შეიძლება :) ქერუბიმებზე და სერაბიმებზე აღარფერს ვამბობ... :)
ისე, ერთმანეთის ქება-დიდებას და დაფანატებას, არ ჯობია ამ ავტორს ნაწერში შეცდომები გაასწორებინოთ? არ ისე ცოტაა თქვენ ნუ მომიკვდებით, ვინცხა იმისი არ იყოს... კაფჩონი... ... კალბასი ...კალბასებს ...გარციცად ან ბრჭყალში მოაქციოს ან სწორად დაწეროს ხომ შეიძლება :) ქერუბიმებზე და სერაბიმებზე აღარფერს ვამბობ... :)
11. თამთა მე შენზე ვაფანატებ. ;) მოგიკითხე. :*** თამთა მე შენზე ვაფანატებ. ;) მოგიკითხე. :***
10. თამო გიოს ნუ შეიყვან მაგ სიაში. :)) თამო გიოს ნუ შეიყვან მაგ სიაში. :))
9. ჩემი გიო.რა ჩკვიანი მყავხარ..ბევრი სითბო ჩემგან როგორც ყოველთვის. ჩემი გიო.რა ჩკვიანი მყავხარ..ბევრი სითბო ჩემგან როგორც ყოველთვის.
8. აი ხომ გითხარი ლუტეცია, მშიშრები არიან კაცები... :)) მერამდენე ამბობს უკვე თავისი პირით :))) რას იზამ ახლა, შენ ჩამოწერ სიას თუ... მე ჩამოვწერო? =)) ხუთი ქულა დავტიე, ავახვიე ლარები და გოვუტიე კუდიგორისკენ...
აი ხომ გითხარი ლუტეცია, მშიშრები არიან კაცები... :)) მერამდენე ამბობს უკვე თავისი პირით :))) რას იზამ ახლა, შენ ჩამოწერ სიას თუ... მე ჩამოვწერო? =)) ხუთი ქულა დავტიე, ავახვიე ლარები და გოვუტიე კუდიგორისკენ...
7. სულაც არ არის რთული იმის აღიარება რომ ლუტეციაზე ვაფანატებ და დიდი მეგობარია ჩემი ოჯახის...
მაგრამ ადრე რომ ალი ყოფილა ეს ახლა გავიგე პირველად და ქე შემეშინდა პაწე:) სულაც არ არის რთული იმის აღიარება რომ ლუტეციაზე ვაფანატებ და დიდი მეგობარია ჩემი ოჯახის...
მაგრამ ადრე რომ ალი ყოფილა ეს ახლა გავიგე პირველად და ქე შემეშინდა პაწე:)
6.
მომეწონა, კარგი მოთხრობა იყო. 5.
პილიგრიმო, აღიარე რომ ჭკუაზე ლუტეციაზე აფანატებ. სიყვარული სირცხვილი კი არაა შე კაცო... ჩაიაროს ამ კონკურსმა... ზუსტად ვიცი რაც უნდა ვქნა :))))
მომეწონა, კარგი მოთხრობა იყო. 5.
პილიგრიმო, აღიარე რომ ჭკუაზე ლუტეციაზე აფანატებ. სიყვარული სირცხვილი კი არაა შე კაცო... ჩაიაროს ამ კონკურსმა... ზუსტად ვიცი რაც უნდა ვქნა :))))
5. მე კი არაბი მეომარი, რომელიც ფერდში მოხვედრილი ისრით განიგმირა... ასე მითხრა იმ ყოვლად სანდო კაცმა:))) მე კი არაბი მეომარი, რომელიც ფერდში მოხვედრილი ისრით განიგმირა... ასე მითხრა იმ ყოვლად სანდო კაცმა:)))
4. არა გამორიცხულია, მე მზისფერთმიანი ალი ვიყავი, ეგ ზუსტად ვიცი. :) არა გამორიცხულია, მე მზისფერთმიანი ალი ვიყავი, ეგ ზუსტად ვიცი. :)
3. მე კი გაგაცნობ, მაგრამ შემთხვევით რომ გითხრას რეინკარნაციამდე ეგვიპტის რომელიმე დედოფალი იყავიო... ნეფერტარს რა გადაურჩება მერე?:D:D მე კი გაგაცნობ, მაგრამ შემთხვევით რომ გითხრას რეინკარნაციამდე ეგვიპტის რომელიმე დედოფალი იყავიო... ნეფერტარს რა გადაურჩება მერე?:D:D
2. საინტერესო იყო. ერთი ეგ კაცი გამაცანი, ნეტა მე რას მეტყვის. საინტერესო იყო. ერთი ეგ კაცი გამაცანი, ნეტა მე რას მეტყვის.
1. ღმერთის კაცი.
ის მწერალი ვიცი, წაკითხული მაქვს მისი მოთხრობები :)
ღმერთის კაცი.
ის მწერალი ვიცი, წაკითხული მაქვს მისი მოთხრობები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|