ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2015


ჩარლზ,მოდი დავლიოთ. (ჩარლზ ბუკოვსკის)

ჩარლზ, მოდი დავლიოთ...
მერე ხელები დავისეროთ და
ზედ თამბაქო მოვიპნიოთ -
შავ წიწაკასავით.
შევდედდეთ... ვიყოთ გაქვავებული
სისხლის წვეთები.
ჩვენ ხომ ასე საოცრად გვიყვარს
უძრაობა - გაკვამლულ ოთახში!
* * *
ჩარლზ, მოდი დავლიოთ...
ეს სამყაროც ხომ ერთი დიდი ოთახია -
ერთი კარით
ერთი ფანჯრით და
ერთი ბინადრით ,
რომელსაც ჩვენსავით აკლია სითბო.
* * *
ჩარლზ, კაცობრიობა
ზამთრის ქუჩაში,ნაგვის ურნასთან დაგდებული
მობეზრებული თოჯინაა,სრულ გაყინვამდე,რომ იმედად
ელის ვინმე მაწანწალას , თავის ყველაფერმოკლებულ
ბავშვთან რომ წაიღოს,ერთადერთ გასართობად...
* * *
ჩარლზ,მოდი დავლიოთ.
დავლიოთ, ჩარლზ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები