ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2015


ჩემს უბანში,ბევრი ჯვარი დგას.

ჩემს უბანში,ბევრი ჯვარი დგას...
.
ერთი მარმარილოს ჯვარი , ჩემს ეზოშია,
ბინის ქვემოთ...
აივნიდან გადავხედავ ხოლმე.
საოცრად ეხამება ზღვას , თეთრია,მუქი წერტილებით.
ზღვა , რომ ღელავს დავხედავ და მამშვიდებს ,
ვიღაცის დალოცვილ ხელებს,იმედად დაუდგამს,აქ...
მარტის იმ საღამოს
წვიმა ასფალტზე ჯერ არ შემშრალიყო ,აივნიდან რომ გადავიხედე.
პირველად ზღვას დავაკვირდი - ნაცრისფერი იყო ...
თითქოს , მთელი მსოფლიოს მთებიდან, ხეები მოეჭრათ
და მის თავზე ექციათ ფერფლად ...
ჰაერი მთელი მონდომებით ჩავისუნთქე,ღრმად... ისე გავავსე ფილტვები ,
შეყვარებულის თხოვნით ბუშტს , რომ გაბერავ.
მასში,როგორც დილეტანტი მზარეულის მომზადებულ კერძში -
მარილი ჭარბობდა...
სუსხიანმა ბრიზმა თვალები ამიწვა და ზღვისკენ მარცხნივ მიბრუნებული,
თავი გავასწორე.
ასე თავგასწორებულმა ქვემოთ ჩავიხედე- ინსტიქტურად
და დავინახე სუსტი , თუმცა ფეხზე უკვე კარგა მყარად დამდგარი ბავშვი -
ბურთს ათამაშებდა...
ჯვარი კედლად ექცია,
მიარტყამდა ბურთს -
დაიბრუნებდა ,
მიარტყამდა -
დაიბრუნებდა...
გული გამიჩერდა- რა ჯანდაბას აკეთებს
პატრონი არ ჰავს-მეთქი ?!
არ მომრიდებია,აივნიდან დავუღრიალე -
''არ შეიძლება ეგრე,მოშორდი მაგ ჯვარს - თქო''
დაავლო ბურთს ხელი და და გაიქცა...
ხუთი წუთი გაგრძელდა ჩემში -
რწმენა-დამცველის ამაყი გრძნობა,
რომ დავმშვიდდი მივხვდი - არ ვიყავი მართალი...
არ უნდა დამზარებოდა , ჩასვლა...
.
პირიქით,სწრაფად უნდა ჩამერბინა!
უნდა გამეღიმა , უნდა გავცნობოდი , უნდა ამეხსნა, უნდა მეთქვა...
ღრიალი კი არა,მასთან ერთად თამაში არ უნდა მომრიდებოდა!
არ უნდა გავგულქვავებულიყავი აივანზე.
ფეხები არ უნდა გამშეშებოდა...
რა შტერი ვარ ?!
როგორ ვერ ვიტან ამ შინაარს გამოცლილ -
''არ შეიძლება''-ს
არასდროს არაფერს ასწორებს !
სად იყო იმ მომენტში ჩემში რწმენა , რომ ვღრიალებდი?!
ზუსტად ვიცი ის ბავშვი, სხვა ეზოში გაიქცა
სათამაშოდ!
.
ჩემს უბანში,ბევრი ჯვარი დგას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები