მე გღალატობდი...ღალატის ბნელი, გაუმხელელი ,კუთხით- საფირონ ... დასვრილ თითებით , დასვრილ ხელებით, რომლებსაც ერთხელ, - მკერდზე დავიწყობ და დავსვენდები... შენგან და ჩემგან, როგორც პეპელა მესამე ღამით. და სახლი ჩემი,გახდება მიწა მასზე აღმართულ ,გრანიტის ჯვარით. მაგრამ მანამდე უნდა დავემხო - მეორედ, რადგან შენს წინ დავემხე, ეს მაშინ ,როცა ჰყვაოდა სული და წმინდა გრძნობის,სიტყვით გაგემხელ- როგორ,დარობდა ტიალი მდელო, ტრამლად ქცეული სისხლის საკნები. ო,მაშინ იყო თვალები შენი- ჩემი სიჩუმის , ჩუმი გამგები. ახლა ღალატით გწვდები,საფირონ... სხვა არაფერი ჩვენს შორის-არ,დგას ერთხელაც ალბათ ვინმეს ხედვაში, ვიპოვი შენი თვალების მაგვარს და ეს იქნება გარდაცვალება... რადგან მე ახლა ჩემს თავს ვღალატობ, ერთ დროს ქრისტიან სისხლით დავლილი , ღმერთ ამოცლილი გულით ვწარმართობ . და წარა-მარა მცნებან დარღვეულს, მომელის ეშმას მწველი ხითხითი, იმ ჯოჯოხეთის შესასვლელ კართან სადაც ვიქნები,ფერფლი, -რიგითი... მე,გღალატობდი,რადგან მჯეროდა თითქოს სიყვარულს მარხავს - ღალატი... მაგრამ ამ წუთშიც ისე მაკლიხარ თავდაპირველად , როგორც დამაკლდი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მომეწონა,კარგად არის ლექსი გადმოცემული მაგრამ სიყვარულს ღალატი არ უხდება არც ერთ შემთხვევაშიი. :( ++ მომეწონა,კარგად არის ლექსი გადმოცემული მაგრამ სიყვარულს ღალატი არ უხდება არც ერთ შემთხვევაშიი. :( ++
1. მაგრამ ამ წუთშიც ისე მაკლიხარ თავდაპირველად , როგორც დამაკლდი...
++ მაგრამ ამ წუთშიც ისე მაკლიხარ თავდაპირველად , როგორც დამაკლდი...
++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|