ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 აპრილი, 2015


თითო

ყველა ტკივილზე,
თითო ტყვია და თითო ცრემლი მომაქვს პასუხად,
ყველა შიმშილზე, თითო პური და თითო  ხორცი,
ყველა  დარდზე, თითო თეთრად ნათევი ღამე
ყველა უკუნზე თითო მზე და თითო ნათელი
ყველა სევდაზე, ალესილი ხანჯალი და თითო სანთელი,
ყველა სურვილზე თითო უარი,
ყველა ვნებაზეც მაქვს სატყუარა
ამოირჩიე რომელიც გინდა.
უპოვრებში ჩამომარიგე  დაუნანაებლად , ვითარცა  ხურდა,
მაგრამ არ ვნანობ, ვიცი რომ ღირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები