 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 29 აპრილი, 2015 |
საქმე იმაში იყო რომ,იმ დღის შემდეგ,როცა მაწანწალამ თოლიებზე მოუყვა,რომლებსაც ზღვა არ ენახათ,მოხუცმა ჯონათანმა მოსვენება დაკარგა.ვერ წარმოედგინა,როგორ შეიძლებოდა რომ თოლიას ზღვა აღარ ხსომებოდა.ჯონათანი თოლია იყო და როგორც მოგეხსენებათ თოლია და ზღვა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ამიტომ იმ დღესაც,როცა “გახვრეტილი ბადის“ სახურავზე ისხდნენ,ქვევიდან კი მეზღვაურების სიმღერისა და ჭურჭლის მტვრევის ხმა ამოდიოდა,ჯონათანმა ისევ ამაზე წამოიწყო ლაპარაკი და ნელ-ნელა სახურავზე მყოფი ყველა ფრინველა გაშემო შემოიკრიბა. -გამიგონეთ ბიჭებო,ეგრეა,სადღაც არიან თოლიები,რომლებსაც ზღვისთვის თვალიც არ მოუკრავთ,-ფრინველებმა ჩაიცნეს,ისევე როგორც ჩვენ,მათაც ვერ წარმოედგინათ ასეთი ამბავი,-აბა სად ცხოვრობენ, - წამოაყრანტალა ერთ-ერთმა ბეღურამ.ჯონათანი ვერ ხვდებოდა,რომ დასცინოდნენ და განაგრძობდა, - ქალაქში ,სადაც ჭუჭყიანი მდინარე ჩამოდის,მდინარის ნაპირზე კი,კლდეებზე უცნაურ აივნიანი სახლები დგას.ამ კლდეებში ბუდობენ ისინი და მდინარის თევზს ჭამენ.რომც გინდოდეთ,იმ ქალაქში,მარილიანი წყლის წვეთსაც კი ვერ იშოვით,-ფრინველები ისევ ახარხარდნენ,მათ უყვარდათ ჯონათანის ამბები,ზურგს უკან გამოჩერჩეტებულსაც კი ეძახდნენ. -მერე?-უკნიდან შემოასმა ჯონათანს. -მეტი აღარ ვიცი,მერე დაეძინა მაწანწალას,-ამოიხვნეშა მან.როგორ არ ეცადა მაშინ მაგრამ მაინც ვერ გააღვიძა უგონოდ დამთვრალი ყვავი,რომელსაც,როგორც თვითონ ამბობდა,მთელი მსოფლიო მოევლო და ისეთ ადგილებზე ყოფილიყო,რომლებიც არცერთ ფრინველს არ ენახა.ამიტომ ხშირად ყვებოდა უცნაურ ამბებს ვეშაპებზე,გემებზე რომლებსაც წყლის ქვეშ შეეძლოთ ცურვა და ასე შემდეგ.ასე რომ მოხუცი თოლიის ნათქვამზე კიდევ ერთხელ ატეხეს სიცილ-ხარხარი. ამ დროს ქათქათა ალბატროსი დაეშვა სახურავზე,ფრთები გააფართხუნა,შეიკეცა და ჯონათანთან მივიდა, -რა იყო თოლია,კიდევ ტყუილებით უვსებ ახალგაზრდებს თავებს? - თან ეშმაკურად ეღიმებოდა და სხვა ფრინველებისკენ იყურებოდა,აბა თუ გაეცინებათო, - ახლა რაღა ხდება,ისევ რომელიმე კაპიტანს მოაჭამა ფეხი ჩვენმა ვეშაპმა?თუ გემი ჩაძირა? -ზვიგენმა შეგჭამოს ალბატროსო!-ჯონათანს მკერდი გაეჯგიმა,-ჩემი თვალით ვნახე ერთხელ,მაშინ როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ისიც ჯერ კიდევ ოკეანეში დაცურავდა. -და ამას ბებერ მობიზე ამბობ,იმ კაშალოტზე,რომელიც ნავსადგურის ყურეს ვერ გასცდენია? - ახლა უკვე დაუფარავად იცინოდა ქათქათა ალბატროსი,გარშემო ფრინველებიც აყვნენ,-კარგი,კარგი,ეგ ამბები ჩვენც მოგვისმენია,მაწანწალას ყველა ამბავი მოგონილია,იმის გარდა,ეკლესიის ფლუგერს რომ დაეჯახა ფრენისას,-ბეღურები უკვე ვეღარ სუნთქავდნენ სიცილისგან,ორი მათგანი ერთმანეთს მიყუდებოდა და ისე ხარხარებდნენ. თოლია ჯონათანმა მოიწყინა.მიბრუნდა და სახურავისკენ წავიდა ბებრული ნაბიჯებით,გზა და გზა ფრთებს ავარჯიშებდა.უკნიდან ფრინველების ხარხარი ისმოდა. -თოლია მოიცადე,-ქათქათა ალბატრონი ფრთების ორი მოქნევით გაჩნდა სახურავის კიდესთან.მოხუცი თოლია ჯონათანი იქ იდგა და ზღვის ხმას უსმენდა.ტალღები გემის ღუზებს ეხეთქებოდნენ,ბრიზს კი უცხო ქვეყნების მოტკბო სუნი მოჰქონდა. -ვიხუმრე!უკვე ისე...-და სიტყვა შუაში გაუწყდა,როცა ჯონათანის სახე დაინახა. -რა გჭირს მოხუცო.მაპატიე არ ვიცოდი თუ ასე გაბრაზდებოდი,-ჯონათანს თითქოს არც გაეგო. -ისინი იქ არიან,ალბატროსო -აა,იმ ლეგენდის გჯერა?-გვერდზე დაუდგა ალბატროსი,მოხუცი თოლიის ბავშვურ ლაპარაკზე ეღიმებოდა,-მეც გავიგე ეგ ამბავი,მაგრამ არა მგონია მართალი იყოს,თოლია ზღვის გარეშე ვერ გაძლებს.ყანჩა კი,ქარიშხალაც.მაგრამ თოლია ზღვის გარეშე?არა მგონია ჯონათან. -მაგრამ ისინი ძლებენ,იმიტომ რომ არ იციან ზღვა რა არის,-თავისას არ იშლიდა ბებერი თოლია,-იქნებ ვინმემ რომ... -არა,არა,ვიცი რასაც ფიქრობ შეშლილო მოხუცო,-ფრთების ქნევით შესძახა ქათქათა ალბატროსნა,-ისინი არ არსებობენ,ის ამბავიც იმიტომ მოიგონა მაწანწალამ,რომ ზედმეტი თევზი ეშოვნა.დაანებე ასეთ ფიქრებს თავი.მე ხომ ვიცი ვინც ხარ,მარტო მე ვიცი ამ ნავსადგურში,ვიცი რაც შეგეძლო,მაგრამ აღარ იფიქრო ამაზე. -ჰო,მართალი ხარ,-თოლია ჯონათანს თვალი გაშტერებოდა და სადღაც შორს იყურებოდა, -კარგი,ალბატროსო. მაგრამ მას ახალი აზრი მოუვიდა თავში. ***
მეორე დილით,როცა სიზმარში მსუქან ქორჭილებს ხედავდა,ქათქათა ალბატროსი მეზობელი ყვავის ბახალების ჭივილ-ხივილმა გააღვიძა.თავის საყვარელ ადგილას,შუქურის სახურავზე ეძინა.გაიზმორა და მიიხედ-მოიხედა,უკვე საკმაო ნათელი იდგა,მეთევზეები ბადეებს ალაგებდნენ და ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ,წყნარი დილა მათ კარგ ნადავლს უქადდა.“იმედია“გაიფიქრა ალბატროსმა,მასაც ეს უნდოდა,თუ მეთევზეები ბევრ თევზს დაიჭერდნენ,მათი ნარჩენები მას ხვდებოდა წილად.მთავარია სხვა ფრინველებისთვის დაესწრო,რომლებიც უკვე თავს დასტრიალებდნენ პატარა ჟანგიან თევზსაჭერ გემებს.არა,თავის წილს ის ყოველთვის დაითრევდა,მაგრამ როგორც იტყვიან,თევზი არასდროსაა ზემდეტი.ამიტომ ფრთები აიქნია და აფრინდა. დილის ჰაერი ესიამოვნა,რამდენიმე წრე დაარტყა შუქურას.მკვეთრად ზევით აიჭრა და იქამდე მიქროდა ვერტიკალურად,სანამ ბოლომდე არ დაკარგა ენერგია,რამდენიმე წამი ილივლივა გულაღმა ქარზე და შემდეგ ტყვიასავით დაეშვა ქვევით,ვინმე უცხოს რომ შეეხედა,იფიქრებდა გული წაუვიდა და ახლა უკონტროლოდ ვარდებაო,მაგრამ ასე არ იყო,ზღვის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრში ამობრუნდა,ფრთები ძლიერად მოიქნია და ისევ ზევით აიჭრა.ასეთ მანევრზე ფრინველების უმეტესობას ფრთები მოტყდებოდა ან კონტროლს დაკარგავდა,მაგრამ არა ალბატროსი,მას უყვარდა ფრენა და კარგი მასწავლებელიც ყავდა... ეს ილეთი რამდენჯერმე გაიმეორა,ფრენა კარგი იყო,როცა მესამედ აკრიფა სიმაღლე,უკან აღარ ჩამოსულა,გასწორდა და ნელი ლივლივით გაუყვა სანაპიროს.აქედან ყველაფერი ერთი ბეწო ჩანდა,გიგანტური გემებიც კი პატარა თევზებს გავდნენ,ეს ესიამოვნა.ახლა შეიძლება რომელიმე ადამიანი ზევით იყურებოდა და ციცქნა,თეთრ წერტილს ხედავდა.“ოხ,ამაყო ადამიანო,შენ ხომ პლანეტა დაიპყარი,ყველგან ჩახვედი და აფრინდი,მაგრამ როცა მე მიყურებ,გულში,სადღაც ღრმად,შური გიბყრობს“.ამ ფიქრმა საიდან გაუელვა თავში,თვითონაც ვერ მიხდა,მაგრამ მაინც გაეღიმა და მიწის თვალიერება განაგრძო. იქიდან დაინახა,რომ ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავი ჩიტი შეკრებილიყო,ზოგი სახლებისა და მაღაზიების სახურავებზე ისხდნენ,ზოგს მოაჯირებსა და დენის სადენებზე ეპოვათ ადგილი,ერთი-ორს კი,ყველაზე თამამებს,მოედნის ცენტრში მდგარ დაღუპული მეზღვაურების მემორიალზე მოეკალათებინათ.ქვევით ნამდვილად რაღაც საინტერესო ხდებოდა,ამიტომ ალბატროსმა არ დააყოვნა და დაშვება დაიწყო. ***
-რა ხდება, - ალბატროსი დაფრინდა და იქვე მდგარ გაქუცულ თოლიას ჰკითხა, -მოხუცი ჯონათანი უზღვო ქალაქის თოლიებთან მიფრინავს,ზღვა რომ გაახსენოს,-უპასუხა შავ ფრთებიანმა თოლიამ.ალბატროსმა იქით გაიხედა,ჯონათანს გარშემო ფრინველები ეხვივნენ და ყაყანებდნენ. „ესეიგი მაინც მიფრინავს“ გაიფიქრა მან.ჰო,გუშინვე ეჭვობდა ამას,მაგრამ ვერ იჯერებდა,მოხუცი თოლია ისევ გაფრენას აპირებს. - ჯონათან მაინც მიფრინავ? - ახლოს მიუჯდა ალბატროსი,იმის შემდეგ რაც ცნობისმოყვარე ჩიტები გაყარა. -დიახ!-შეუყეფა თოლიამ,მას სახე გაჰქვავებოდა.ხვდებოდა ალბატროსი,რატომაც,მრავალი წელი გავიდა,იმის შემდეგ რაც ბოლოჯერ იფრინა ბებერმა თოლიამ.თუ არ ჩავთვლით გამოსაძინებელი ადგილიდან თევზის ბაზრის ნაგვის ურნებამდე მანძილს.მას ეშინოდა ფრენის,მაგრამ თვითონ ჯონათანს მიზეზებზე არ ულაპარაკია მასთან.ალბატროსი ჭკვიანი ფრინველი იყო,მიზეზებსაც ხვდებოდა და ძველი ამბებიც ჰქონდა გაგონილი,ლეგენდარულ დიად თოლიაზე. -ვცადო და გადაგაფიქრებინო,აქვს აზრი?-ჰკითხა მან.ჯონათანს გაეღიმა, -აქ ის არ ვარ,ვინც უნდა ვიყო,ალბატროსო,ამ პატარა,ბინძურ ქუჩებიან ქალაქში ყველას უბრალო ბებერი თოლია ვგონივარ,დამსხვრეული ფრთებით.იქ უნდა წავიდე,უნდა ვასწავლო. -ამდენი ხნის შემდეგ!!!გუშინ გაგახსენდა რომ დამსხვრეული გაქვს ფრთები?-ტონი შეეცვალა ალბატროსს,-ეგოისტიც ყოფილხარ.აქამდე ვერ ხვდებოდი რომ ხანდახან შენ ლაპარაკზე ეცინებოდათ? -მე იცი ვინ ვიყავი?-აიფოფრა მოხუცი თოლია,რომელსაც დარჩენილი ბუბმულები გაჰბუებოდა,-იცი?ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან,ვისთვის აღარ დამინახებია ნამდვილი ფრენა,ნამდვილი თავისუფლება.ყველას ვასწავლიდი!მე რკინის ფრინველისთვის მიჯობნია ფრენაში.აქ კიდევ ჩემი ნათქვამი ამბები ტყუილი და მოგონილი ჰგონიათ. ქათქათა ალბატროსმა უკან შეკრებილი სეირის მაცქერალი ფრინველებისკენ გაიხედა.ისინი ერთმანეთზე გადადიოდნენ და ყველაფრერს სკინტლით სვრიდნენ,მონუმენტს,სახურავებს,ტროტუარებს.იმ წუთში მართლაც ეზიზღებოდა ეს მარტივი არსებები. -შეხედე ამათ?ფრენა ჭამა გონიათ.საკმარისი თევზი და ადამიანების ნაგავი რომ ეყაროთ წინ,აღარასდროს გაანძრევდნენ ფრთებს. -მაშ რისთვის ჩამოხვედი?!-დაიყივლა ალბატროსმა გაგულისებულმა,-შენ,ასეთი საოცარი ფრინველი,რატომ ჩამოხვედი ამ პატარა ქალაქში?არ იცოდი რომ ასე იქნებოდა? -მაშინ...ადრე..- ბუტბუტებდა მოხუცი,და თვალებს გარშემო აცეცებდა,თითქოს პასუხის პოვნა იქვე ნავსადგურის ბინძურ მწვანე წყალში უნდოდა,თითქოს მიაგნო.რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს,შემდეგ ახედა ალბატროს როგორც იქნა,-შენ მე მტანჯავ.გთხოვ,გამიშვი. -ხო,შენი ნებაა,-ამოიხვნეშა ალბატროსმა,მცირე დუმილის შემდეგ.გაბრაზებამ უცებ გადაუარა.საშინლად არ ეთმობოდა ეს მოხუცი,-იქნებ გადადო,ჯონათან,არაა ასე ადვილი ოკიანის გადაღმა ფრენა,ხომ იცი? ბებერი თოლია ხმის ამოუღებლად უყურებდა,სულ ოდნავი ღიმილით.წეღანდელი გაბრაზება უკვე აღარც მას ეტყობოდა.“ესეც მოხუცის წესია“გაიფიქრა ალბატროსმა. -აფრენისას ეცადე ქარი მარჯვენა თვალში გირტყავდეს,-ვითომ სხვათაშორის უთხრა ალბატროსტმა. -აბა,არ არსებობენო?-ეშმაკური ხმით ჰკითხა მოხუცმა თოლიამ ფრთების სწორებით.ბუმბული არეული და გაქუცული ჰქონდა.ალბატროსი იმაზე ფიქრობდა რა მანძილის გაფრენას შეძლებდა თოლია,სანამ ზღვაში ჩავარდებოდა.ასეთ ბანაობას კი მისი დაძაბუნებული სხეული ვეღარ გაუძლებდა. -რაღაცეები გამიგია და სხვათაშრის,მაწანწალა ყვავზე უკეთესი წყაროებიდან, - გაეცინა მას,ჯონათანიც აჰყვა და რამდენიმე წამი გულიანად იცინოდნენ.ის ხედავდა როგორ თავისუფლად და გემრიელად იცინოდა ჯონათანი.მას კი ცრემლები ერეოდა.კი,უნდა გაეშვა რათქმაუნდა.ასე ტყუილად არ იცინიან.ეს გათავისუფლებული პატიმრის სიცილი იყო. -ეჰ,მომენატრება ეს ქალაქი,-თქვა ბებერმა თოლია ჯონათანმა ცოტა ხნის შემდეგ,-ჩემნაირი ბებრისთვის ზედ გამოჭრილია.ისე,კარგი ცოლი,ლამაზი სახლი,სხვა კიდევ რა არის საჭირო კარგი სიბერისათვის,არა? ***
ჯონათანმა აფრენა დაიწყო,არ გამოუვიდა ლამაზად,ფრთებს არათანაბრად და მოკლედ იქნევდა,ალბატროსი ფიქრობდა რომ რამდენიმე წამში წყალში ჩავარდებოდა და ტყულად ჰქონდა სასწაულის იმედი,რატომღაც ელოდა,რომ სხვა რამე მოხდებოდა.ის იყო თვითონაც უნდა აფრენილიყო,ჯონათანის მისახმარებლად,რომ საოცრება მოხდა,ბებერმა თოლიამ ტანი შეიბერტყა და გასწორდა,ბუმბულები თავის ადგილზე დაუდგა,ფრთები თითქოს გაეზარდა. „ზვიგენმა შემჭამოს“ ხმამაღლა წამოსცდა ქათქათა ალბატროსს.ის იყო,ნამდვილად ის,თუ აქამდე რაიმე ეჭვი ჰქონდა,გაუქრა,მოხუცი თოლიის ადგილას ახლა ვიღაც სხვა მიფრინავდა,სიმაღლეს ისე კრეფდა,თვალს ვერ შეასწრებდი.ასე ფრენა არავის შეეძლო.ეს არარეალური იყო. ზურგიდან გაოცებული შეძახილები მოესმა,მიიხედა და დაინახა,რომ ფრინველებს ზევით აეწიათ და ჯონათანს უყურებდნენ,რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით შორდებოდათ. ის მიხვდა რომ ახლა სიჩუმე გულს და ფილტვებს დაუხეთქავდა,აღარ შეეძლო ამდენი ჩუმად ყოფნა. -შეხედეთ! - დაიყივლა ქათქათა ალბატროსმა,-შეხედეთ!ეს ჯონათან ლივინგსტონია და ის ისევ ჰაერშია!!! ზურგს უკან კი დგაფუნი მოესმა,მიტრიალდა და დიდი,თეთრი ვეშაპის კუდსღა მოჰკრა თვალი,რომელიც წყალში გაუჩინარდა.
ეპილოგი არავინ იცის რა მოუვიდა მოხუც თოლიას,რომელიც ოდესღაც საშინელი ჭრილობებით მოფრინდა ამ პატარა ქალაქში,რათა ძველ ცხოვრებას გაჰქცეოდა.ამ ამბავს შემდეგი რამდენიმე თვე ყველა ფუნდუკში და მის სახურავზე ყვებოდნენ და ეს ისტორიები უფრო და უფრო შორდებოდა სინამდვილეს.ბოლოს იმასაც კი ამბობდნენ რომ ჯონათანი არსადაც არ გაფრენილა,უბრალოდ გაქრა,სხვა სამყაროში წავიდა.ვინ იცის.
15.04.1996.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ჯონათან, ეს "ბებერი თოლია" ცუდად მხვდება ყურში:) ჯონათან, ეს "ბებერი თოლია" ცუდად მხვდება ყურში:)
3. ჩემ ძველ და ერთგულ მეგობარს მახსნებს ეს გვერდი ჩემ ძველ და ერთგულ მეგობარს მახსნებს ეს გვერდი
2. ეხლა ვუფიქრებ.გზადაგზა.თორე კომპიუტერში საერთოდ უშინაარსობა ჰქვია.სათაურის მოფიქრებაც კაი საქმე ყოფილა.
ადრე თოლიებს მოვკარი თვალი მტკვართან და ძალიან შემეცოდნენ.ხოოდა აქედან წამოვიდა ეს ამბავიც. ეხლა ვუფიქრებ.გზადაგზა.თორე კომპიუტერში საერთოდ უშინაარსობა ჰქვია.სათაურის მოფიქრებაც კაი საქმე ყოფილა.
ადრე თოლიებს მოვკარი თვალი მტკვართან და ძალიან შემეცოდნენ.ხოოდა აქედან წამოვიდა ეს ამბავიც.
1. ამის არწაკითხვა არ შეიძლებოდა ჩემთვის :)
ბევრი ლექსი მინახავს ჯონათან ლივინგსტონზე, მოთხრობა- პირველად წავიკითხე.
ალუზიაცაა, ერთგვარი გაგრძელებაც დიადი თოლიას ამბისა, ბეწვის ხიდზე უნდა გაევლო ავტორს, რომ არ გამეორებულიყო ბახის თოლია და არც მთლად აცდენოდა ჯონათანის იდეას.
გამოუვიდა, მგონი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან გაუმართავი ნაწერია.
და ცუდი სათაურების ამბავიც მართალი ყოფილა :)
ამის არწაკითხვა არ შეიძლებოდა ჩემთვის :)
ბევრი ლექსი მინახავს ჯონათან ლივინგსტონზე, მოთხრობა- პირველად წავიკითხე.
ალუზიაცაა, ერთგვარი გაგრძელებაც დიადი თოლიას ამბისა, ბეწვის ხიდზე უნდა გაევლო ავტორს, რომ არ გამეორებულიყო ბახის თოლია და არც მთლად აცდენოდა ჯონათანის იდეას.
გამოუვიდა, მგონი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან გაუმართავი ნაწერია.
და ცუდი სათაურების ამბავიც მართალი ყოფილა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|