 | ავტორი: დამიანი ჟანრი: თარგმანი 27 აპრილი, 2015 |
ინგლისურად: https://www.youtube.com/watch?v=lyMS4qJ8NXU
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს, რომელსაც თავის დაღწევა სურს, მაგრამ მე ზედმეტად ჯიუტი ვარ, რომ გავათავისუფლო ის. მე ვეუბნები, დარჩი მანდ, არავის მივცემ ნებას რომ შეგამჩნიოს.
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს, რომელსაც თავის დაღწევა სურს, მაგრამ მე ვისკის ვუსხამ და სიგარეტის კვამლის საბურველში ვხვევ. ამიტომაც მეძავებს, ბარმენებსა და უბრალო მოხელეებს არასოდეს ეცოდინებათ რომ ის იქ არის.
აი, ისიც ლურჯი ჩიტი, რომელიც ჩემს გულში ბინადრობს, მას იქიდან გამოსვლა სურს, მაგრამ მე ზედმეტად ჯიუტი ვარ, რომ გავათავისუფლო ის. მე ვეუბნები, დარჩი ადგილზე , გინდა ყველაფერი აურ-დაურიო? გინდა რომ საქმე სულ გააფუჭო ? გინდა რომ ევროპაში ბუმი იყოს ჩემს წიგნებზე?
ჩემს გულში ლურჯი ჩიტი ბინადრობს, რომელსაც თავის დაღწევა სურს, მაგრამ მე ჭკუას ვხმარობ, ზოგჯერ, მხოლოდ ღამით ვრთავ გარეთ გამოსვლის ნებას, როდესაც ყველას ძინავს. ვეუბნები, ვიცი რომ მანდ ხარ. ნუ მიეცემი სევდას, შემდეგ უკან ვაბრუნებ, და ისიც ცოტა ხნით გალობს. მე არ შემიძლია მას ასე უბრალოდ მივცე სიკვდილის ნება, ამიტომ ჩვენ ასე გვძინავს, ჩვენს საიდუმლო შეთანხმებასთან ერთად.
ზოგჯერ შვებაა კაცი აატირო, მაგრამ მე არ ვტირი, შენ?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან ძალიან დიდი ემოცია მოიტანა,თითქოს როგორც ოთახში ისე ზის შენს სულში. ძალიან ძალიან დიდი ემოცია მოიტანა,თითქოს როგორც ოთახში ისე ზის შენს სულში.
2. ჩარლზ!! კარგია + ! ჩარლზ!! კარგია + !
1. წლების წინ, სტერეოტიპულად მოაზროვნე სნობების მიერ ათვალისწუნებული ჩარლზ ბუკოვსკის ლექსები ,,თვალში არავის ეჩხირებოდა''. ბევრი მკითხველი ჰყავდა პოეტს, თუმცა აზრის გამოთქმა ყველას ეთაკილებოდა. ვაითუ ცუდ ტონად ჩაგვეთვალოსო. დღეს ასე არაა. ბევრის საყვარელი პოეტია ჩარლზი. რაც შეეხება ამ ლექსს, ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა მისი შემოქმედებიდან. ფინალი ყველაფერს ამბობს. იმაზე მეტს, ვიდრე ტექსტი...
თარგმანიც შესანიშნავია. წლების წინ, სტერეოტიპულად მოაზროვნე სნობების მიერ ათვალისწუნებული ჩარლზ ბუკოვსკის ლექსები ,,თვალში არავის ეჩხირებოდა``. ბევრი მკითხველი ჰყავდა პოეტს, თუმცა აზრის გამოთქმა ყველას ეთაკილებოდა. ვაითუ ცუდ ტონად ჩაგვეთვალოსო. დღეს ასე არაა. ბევრის საყვარელი პოეტია ჩარლზი. რაც შეეხება ამ ლექსს, ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესოა მისი შემოქმედებიდან. ფინალი ყველაფერს ამბობს. იმაზე მეტს, ვიდრე ტექსტი...
თარგმანიც შესანიშნავია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|