 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2015 |
ყვავილს მაინც გამოვადგები. ვეტყვი- გამარჯობა, ყვავილო, გამარჯობა, ჩემო ყველაზე მწვანე ფიკუსო. მოდი, ვითამაშოთ სიცოცხლობანა. მე ვიქნები შენი ღმერთი, ფოთოლზე ყურს დაგადებ და გეტყვი: ისუნთქე ღრმად, ჩემო მარტოობავ, ნუ დაუჯერებ ღამღამობით კედლების ჩურჩულს, კედლებს მხოლოდ ყურები აქვთ და არასოდეს ყვებიან ამბავს. კედლებს მხოლოდ ფანჯრები აქვთ, საიდანაც მზესავით შემოდის ღმერთი. და რომელიც მიწიდან ამოგიღებს და რომელიც მიწაში ჩაგდებს.
ყვავილს მაინც გამოვაგდები. ვეტყვი: ჩემო მწვანე მარტოობავ, მოდი, ვითამაშოთ სიკვდილობანა. მოდი, ვითამაშოთ კიბეზე ასვლები. მოდი, გავბედოთ უმოაჯირო წონასწორობები და შენ იყავი ჩემი ღმერთი, რომელიც გულიდან ამოვა და მიწაში ჩამდებს. რომელიც კიბეზე ამოვა და დადგება კართან, რომელიც დაინგრევა კედელი და არასოდეს დამიგდებს ყურს, როდესაც ვეტყვი:
ხომ ხედავ როგორ მომკალი, თითქოს ტრიალ მინდორში დამაყენე. ვეტყვი: ხომ ხედავ, ყველა მოკვდა, ვინც კი გვიყვარდა, აღარაფერი დაგვრჩა საერთო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მე მიყვარს ჟადენი მე მიყვარს ჟადენი
27. "ყველა მოკვდა, ვინც კი გვიყვარდა, აღარაფერი დაგვრჩა საერთო." საერთო (დ) აღარაფერი. "ყველა მოკვდა, ვინც კი გვიყვარდა, აღარაფერი დაგვრჩა საერთო." საერთო (დ) აღარაფერი.
26. ჟადენ, როგორ მომნატრებია შენი სამყარო. კარგი ხარ! კარგია ძალიან! ჟადენ, როგორ მომნატრებია შენი სამყარო. კარგი ხარ! კარგია ძალიან!
25. როგორც ყოველთვის სავსეა მხატვრული ხერხებით როგორც ყოველთვის სავსეა მხატვრული ხერხებით
24. მართლაც ვისიამოვნე. მართლაც ვისიამოვნე.
23. ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
22. ტროა, რატომ მიხსნით მაგ ყველაფერს? :) ტროა, რატომ მიხსნით მაგ ყველაფერს? :)
21. ავტორო, მთავარია მეორე კომენტარის ავტორს არ დაუჯეროთ. ახლა ამას სიგრძეზე ჩამოწერთ თუ ჰორიზონტალურად გაამწკრივებთ დიდი სხვაობა არ იქნება. ვინმემ გითხართ რომ ვერლიბრს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ჰარმონია ან მუსიკალურობა ან რითმა (ფარული ან შიდა)? მარტობა როგორც სულიერი მდგომარობა კარგადაა გადმოცემული მაგრამ ეს ლექსის გარეშეც მოხერხდებოდა. არა, სათავფურცლე არ იყო და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. უკეთესები მახსოვს თქვენი დაწერლები, არ ვარ გუშინ რეგისტრირებული წევრი.
ავტორო, მთავარია მეორე კომენტარის ავტორს არ დაუჯეროთ. ახლა ამას სიგრძეზე ჩამოწერთ თუ ჰორიზონტალურად გაამწკრივებთ დიდი სხვაობა არ იქნება. ვინმემ გითხართ რომ ვერლიბრს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ჰარმონია ან მუსიკალურობა ან რითმა (ფარული ან შიდა)? მარტობა როგორც სულიერი მდგომარობა კარგადაა გადმოცემული მაგრამ ეს ლექსის გარეშეც მოხერხდებოდა. არა, სათავფურცლე არ იყო და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. უკეთესები მახსოვს თქვენი დაწერლები, არ ვარ გუშინ რეგისტრირებული წევრი.
20. ძალიან მიყვარს აქაურობა. ) ძალიან მიყვარს აქაურობა. )
16. თეა, ოთარი, მადლობა :* თეა, ოთარი, მადლობა :*
15. უიმედედა,ოღონდ თქვენ ნუ აღელდებით და სულ ნუ შემოსულხართ ამ გვერდზე. უიმედედა,ოღონდ თქვენ ნუ აღელდებით და სულ ნუ შემოსულხართ ამ გვერდზე.
14. დამღალა ამის კითხვამ (ლექსი ნამდვილად არ არის) მეშვიდე თუ მერვე სტროფზე გავჩერდი და შვებით ამოვისუნთქე. დამღალა ამის კითხვამ (ლექსი ნამდვილად არ არის) მეშვიდე თუ მერვე სტროფზე გავჩერდი და შვებით ამოვისუნთქე.
13. დამღალა ამის კითხვამ (ლექსი ნამდვილად არ არის) მეშვიდე თუ მერვე სტროფზე გავჩერდი და შვებით ამოვისუნთქე. დამღალა ამის კითხვამ (ლექსი ნამდვილად არ არის) მეშვიდე თუ მერვე სტროფზე გავჩერდი და შვებით ამოვისუნთქე.
12. რაღაცნაირი ხიბლი გაქვს სულ. ხან არომატს ვეძახდი, რა ვიცი :)) მომნუსხველი :*
რაღაცნაირი ხიბლი გაქვს სულ. ხან არომატს ვეძახდი, რა ვიცი :)) მომნუსხველი :*
11. მაგარი ხარ ნანა, ძალიან მაგარი! 5555555555555555 მაგარი ხარ ნანა, ძალიან მაგარი! 5555555555555555
10. :)) კი კი, რომელიღაც პოეტური ტექსტი წავიკითხე და მერე მოკლე შინაარსი დავწერე. მიხარია, რომ მიხვდით. :) :)) კი კი, რომელიღაც პოეტური ტექსტი წავიკითხე და მერე მოკლე შინაარსი დავწერე. მიხარია, რომ მიხვდით. :)
9. რასაც აქ ვხედავ ეს მხოლოდ რომელიღაც პოეტური ტექსტის თქვენეული აღქმაა...მეორადი პოეზია... რასაც აქ ვხედავ ეს მხოლოდ რომელიღაც პოეტური ტექსტის თქვენეული აღქმაა...მეორადი პოეზია...
8. ნანა, მაგდალენა.. :) მადლობა :) :* ნანა, მაგდალენა.. :) მადლობა :) :*
7. ...და როგორ გინდა, გაუძლო ახლა ამ კედლების ჩურჩულს!
...და როგორ გინდა, გაუძლო ახლა ამ კედლების ჩურჩულს!
6. ნუ აქ რა უნდა ვთქვა?...:-* პოეზიაა და თანაც როგორი...555
"ყვავილს მაინც გამოვაგდები. ვეტყვი: ჩემო მწვანე მარტოობავ, მოდი, ვითამაშოთ სიკვდილობანა."
როგორ მომინდა ახლა შევიდე და ჩემს იებს ვუთხრა: " მოდი ვითამაშოთ სიცოცხლობანა"...:-*
ნუ აქ რა უნდა ვთქვა?...:-* პოეზიაა და თანაც როგორი...555
"ყვავილს მაინც გამოვაგდები. ვეტყვი: ჩემო მწვანე მარტოობავ, მოდი, ვითამაშოთ სიკვდილობანა."
როგორ მომინდა ახლა შევიდე და ჩემს იებს ვუთხრა: " მოდი ვითამაშოთ სიცოცხლობანა"...:-*
4. გამარჯობა, ჩემო ყველაზე მწვანე ფიკუსო. მოდი, ვითამაშოთ სიცოცხლობანა. მე ვიქნები შენი ღმერთი, ფოთოლზე ყურს დაგადებ და გეტყვი: ისუნთქე ღრმად, ჩემო მარტოობავ,
+5 ფიკუსებო, ყველა ქვეყნისა, შეგშურდეთ. :) გამარჯობა, ჩემო ყველაზე მწვანე ფიკუსო. მოდი, ვითამაშოთ სიცოცხლობანა. მე ვიქნები შენი ღმერთი, ფოთოლზე ყურს დაგადებ და გეტყვი: ისუნთქე ღრმად, ჩემო მარტოობავ,
+5 ფიკუსებო, ყველა ქვეყნისა, შეგშურდეთ. :)
3. :)))) დავით, ახლა შევნიშნე და გამეცინა უცებ :) მადლობა დიდი <3
ჯონათან :* :)))) დავით, ახლა შევნიშნე და გამეცინა უცებ :) მადლობა დიდი <3
ჯონათან :*
2. მხოლოდ ჟადენის პოეზიაში ვაკეთებ გენიალურ აღმოჩენებს. ისეთი ტრივიალური და ერთი შეხედვით, "საღადაო" ფრაზაც კი "და რომელიც მიწაში ჩაგდებს." შეიძლება უზუსტესად ჩაჯდეს ლექსში და პოეზია შეიქმნას.
მოკითხვა და მადლობა, რომ ტვირთავ ლექსებს ურაკზე და საშუალებას აძლევ მკითხველს - ისიამოვნოს.
მხოლოდ ჟადენის პოეზიაში ვაკეთებ გენიალურ აღმოჩენებს. ისეთი ტრივიალური და ერთი შეხედვით, "საღადაო" ფრაზაც კი "და რომელიც მიწაში ჩაგდებს." შეიძლება უზუსტესად ჩაჯდეს ლექსში და პოეზია შეიქმნას.
მოკითხვა და მადლობა, რომ ტვირთავ ლექსებს ურაკზე და საშუალებას აძლევ მკითხველს - ისიამოვნოს.
1. "უმოაჯირო წონასწორობები"...
სიცოცხლობანა-სიკვდილობანას, ანუ ღმერთობანას თამაში.
"უმოაჯირო წონასწორობები"...
სიცოცხლობანა-სიკვდილობანას, ანუ ღმერთობანას თამაში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|