დაწერე ხუთასი ლექსი. წადი,არქტიკის ცივ უდაბნოში - სრულიად მარტო. წაიღე: ასანთის რამდენიმეღერიანი კოლოფი გაყინული ქათმის ფილე ბავშვობაში , შენი ჩარევის გარეშე ,,საჩუქრად'' ნაყიდი, სამი ზომით დიდი ქურქი , (რომლის დაწვაზეც ჩუქების დღიდან ოცნებობ.) ალუმინის დიდი ჭიქა , ყავის ნახევრად დაფშვნილი მარცვლები , სამი წითელი პატარა აგური, ორი კოვზი შაქარი და ერთი კოვზი. არ წაიღო : არცერთი სპირტიანი სასმელი არცერთი თამბაქოს ღერი არცერთი ხის ნაკეთობა არცერთი ზედმეტი ფურცელი -გარდა ლექსების ფურცლებისა. ჩასვლის დღიდან დაჯექი შენთვის ყველა სულიერისგან შორს, მუხლებზე დაიდე ყველა ფურცელი , რომელიც წაიღე და რომელზეც მხოლოდ შენი დაწერილი ლექსი წერია... გვერდით დაილაგე ყველა ნივთი, რამაც დაგამძიმა - ასანთის ღერებიანად. მოიხსენი ხელებიდან -ხელის სამოსი. შეიხსენი ღილები - მკერდთან ჩაისუნთქე ღრმად და დაიწყე საკუთარი ლექსების კითხვა. იკითხე იქამდე ვიდრე - კბილები არ აგიწაკწაკდება,სიცივისგან... იკითხე იქამდე ვიდრე - თითები იმოძრავებენ იკითხე იქამდე ვიდრე - მუცელში ნაწლავები,წყლის გაყინულ მილებს არ დაემსგავსება... იკითხე იქამდე ვიდრე - არ დახედავ ბავშვობიდანვე დასაწვავად განწირულ, უკვე ტანზე მჭიდროდ მომჯდარ - ქურქს, ასანთის რამდნიმეღერიან კოლოფს , ნახევრად დაფქულ ყავის მარცვლებს , ალუმინის დიდ ჭიქას , მასში ჩასაყრელად გამზადებულ თეთრ თოვლს და ამ თოვლზე დაგდებულ -მყვირალა წითელი ფერის,სამ აგურს... იკითხე იქამდე ვიდრე - პირველ ფურცელს,რომელზეც საკუთარი ლექსი წერია ერთ-ერთ წახნაგზე ცეცხლს არ გაუკიდებ. ვიდრე- თითქმის ცეცხლგაკიდებულ ლექსს, ას ოცდათორმეტი გრადუსით არ დახრი, ქვემოთ, ცეცხლის გაღვივებამდე და უკვე გაღვივებულს,იქვე თოვლგაცლილ მიწაზე დადებულ მოგონჯილ ქურქამდე არ მიიტან. იკითხე იქამდე ვიდრე- ცეცხლის დასანთებად ბოლო ფურცელს არ დაწვავ... მერე დაჯექი ცეცხლთან, დალიე ზომიერად ცხელი ყავა, ჭამე მოხარშული ქათმის ფილე, გაითბე ხელები, შეიკარი მკერდთან ყველა ღილი, დააკვირდი საკუთარი ლექსების ფერფლს... და როცა სხეულში ტრაგედიანარევ სითბოს იგრძნობ- მიხვდები როგორია ჩემი სიყვარული შენდამი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :) წარმატებები. :) წარმატებები.
2. მომეწონაა....5 მომეწონაა....5
1. ანუ შენზე მეტად საკუთარი ლექსები უყვარს? :) ანუ შენზე მეტად საკუთარი ლექსები უყვარს? :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|