 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2015 |
ჩ აფიქრებულხარ,მდუმარე გულით, რ ად მოგდგომია თვალზე ცრემლები, დ ედათა შორის ერის დედა ხარ, ი რგვლივ სულ ყველას თავზე ევლები. ლ აღად გაშალე ფოლადის მხრები, ო ბოლ-ეული გულს ჩაიხუტე, ა რ მიატოვო გასაჭირის დროს, მ ღელვარე ზღვასთან თუ ჩაიმუხლეს. ე ლვა-ქუხილი ბევრჯერ დაგვატყდა, რ ამდენჯერ ძლევით გაგიტანია, ი დგნენ მრავალნი მოღალატნენი, კ ლდეკარად მდგომარს დაგიძალნია. ი ს ციდან გიცქერს,ციდან გმფარველობს, ს აუკუნეებს გაუქროლე, ე რის დიდებას შენატრის გული, პ აპის ანდერძი შვილთ დაუტოვე, ი ცვლება დრო და შენ არ იცვლები, ს ამშობლოვ ჩემო წაუქცეველო, კ ურთხეული ხარ უფლისგან მარად, ო მში მრავალჯერ დაუძლეველო! პ ირდაღვრემილი არ მსურს გიხილო, ო კეანის მძლავრ ტალღებს ებმები, ს აღმთო ხატებავ,შეუდარელო, ი სტორიაში ჩაეწერები... ს ანაქებო ხარ,შეუდარელო, ა მაგიანი,დიდ გულიანი, ბ ერმუხად მდგარი ულამაზესი, ა დამიანთან გულუხვიანი. ი სმის სახელი საქართველოსი, ნ ეტართა დედავ, დედათა შორის, წ ელგამართული დგახარ ამაყად, კ არგაღებული ხვდები ვინც მოდის! ი ხილავს ბევრი შენს სილამაზეს, რ ჩეულთა შორის,რჩეულად დგახარ, ვ ერ წაგაქცევენ ,,მუმლი მუხასა“ ე რი დაიცავს შენს წმინდა საზღვარს. ლ ომთა რჩეულო ბოკვრების დედავ, ი ბრწყინე მარად ჩაუქრობელო! - ბევრ გადახვეწილ შვილს ელოდები, ჩამოვლენ შენთან დაუმხობელო! წიგნიდან „ღვთის ნათელი გზით“ ავტორი: "უბრალოდ მიწიერი" 2015წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|