 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული 6 მაისი, 2015 |
- გამარჯობა. მე აქვე მეზობლად ვცხოვრობ. რაღაც ყვირილის ხმა შემომესმა და შემოვედი. რა ხდება მშვიდობაა? - ხო, ხო, მშვიდობაა და ვყვირივარ ესეიგი გიჟი ვყოფილვარ. - მე ეგ თქვენთვის არ მიკადრებია. ყვირილი გავიგონე და რა ნამუსით ჩამევლო მშვიდად, უბრალოდ მინდოდა რამით დაგხმარებოდით. - დამხმარებოდა. მათხოვრიც გამომიყვანა. შენი დასახმარებელი რა მჭირს?! - კარგი მაპატიეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. - მოითმინეთ. განერვიულებული ვარ. გთხოვთ მომიტევეთ უხეშად რომ გელაპარაკეთ. - არ არის პრობლემა. მესმის თქვენი. მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. მარტოობამ დაგღალათ არა? - მარტოობამაც, თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა. - არ გინდათ უფრო ვრცლად ვისაუბროთ? იქნებ სადმე წავიდეთ დავსხდეთ? - არა, არსად წასვლის თავი არ მაქვს. შემობრძანდით ჩემთან სახლში ყავაზე დაგპატიჟებთ. - სიამოვნებით გეახლებით, მადლობთ. მაპატიეთ რა გქვიათ? - ჩემი აზრით ასე მალე არ არის საჭირო სახელების გაცვლა. ჯერჯერობით ისევ „თქვენობით“ ველაპარაკოთ ერთმანეთს. - (ღიმილი) თქვენი ნებაა. ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება გვხვდება. პრობლემებს კი არ უნდა გავექცეთ, არამედ უნდა გადავლახოთ. არ მეთანხმებით? - კი მართალი ხართ, მაგრამ პრობლემები, რომლებიც მე მაქვს, რამდენჯერაც გადავლახე უარესი შედეგი მივიღე. - ესეიგი ვერ გადაგილახავთ. ადამიანებს პრობლემები ყოველთვის გვექნება, უბრალოდ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს. - კი, მაგრამ, არვიცი, ძალიან ცუდად ვარ. - დიდი ბოდიში, მაგრამ ყავა დაგავიწყდათ. - უი მაპატიეთ ახლავე მოგართმევთ. აი ინებეთ ყავა. სად წახვედით?
მეორე დღე
– გამარჯობა ქალბატონო. – უი გამარჯობა. გუშინ ყავა მოვადუღე და სად წახვედით? – არვიცი, თქვენ რომ წახვედით ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი და მეც წავედი. – კი, მაგრამ მე ყავის მოსადუღებლად წავედი. – მე მარტოობა ვერ ავიტანე და იმიტომ წავედი. – უცნაური ადამიანი ხართ. – შესაძლოა. ეხლა გაცივდებოდა ყავა? – რათქმაუნდა ერთი დღე გავიდა. თუ გნებავთ შევათბობ არ არის პრობლემა. – ნუ შეწუხდებით ცივს დავლევ. – კარგი მობრძანდით. – მადლობთ. სად არის ყავა? – ის ყავა გადამიღვრია, ახალს მოგიდუღებთ. – არა არ მინდა, მე ის ცივი ყავა მინდოდა. – თუ გნებავთ მოვადუღებ და ცოტა ხანში გაცივდება თუ ცივი გიყვართ. – არა ქალბატონო, მე უბრალოდ გული მწყდება, რომ გუშინდელი ასეთი თბილი საუბარი დაუფიქრებლად წყალს გაატანეთ. ნუთუ არაფერს ნიშნავდა ის ყავა თქვენთვის? – როგორ არა, არვიცი,როგორ გითხრათ, ყავა რა პრობლემაა. – მითხარით გთხოვთ რაიმე თქვენი განვლილი ცხოვრებიდან. – იქნებ კონკრეტული კითხვა დამისვათ. კონკრეტულად რა გაინტერესებთ? – მე ის კი არმაინტერესებს რას მეტყვით თქვენი ცხოვრების შესახებ, მე მაინტერესებს რას მიპასუხებთ ამ კითხვაზე. – მაპატიეთ, მაგრამ ვერ მიგიხვდით. – თქვენ საკმაოდ უნიჭო ადამინი ყოფილხართ. – მაპატიეთ, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენების უფლებას არავის მივცემ, მითუმეტეს თქვენ. გთხოვთ წაბრძანდით ჩემი სახლიდან და არასოდეს დამენახოთ. – ნება თქვენია, კარგად ბრძანდებოდეთ.
მესამე დღე – ისევ თქვენ? მე ხომ გთხოვეთ აღარ დამენახოთ?! – მე არ დაგენახეთ ეს თქვენ დამინახეთ. – ისევ თავიდან იწყებთ? – არა, მაპატიეთ გუშინდელის გამო. მართლა უაზროდ მოვიქეცი. ნუ გამინაწყენდებით გთხოვთ. – მეც დამნაშავე ვარ. ის ყავა არ უნდა გადამეღვარა. არაუშავს, მთავარია ყველაფერი კარგად არის. – ყველაფერი კარგად არის. თუ არ არის იქნება მაინც, იმედია... – ხო ალბათ. – ყველაზე კარგად თავს რა დროს გრძნობთ? – როცა მარტო ვარ. – ესეიგი გნებავთ რომ დაგტოვოთ? – არა, თქვენთან უკეთესად ვგრძნობ თავს. – თქვენ არაფერი შეკითხვა არ გაქვთ ჩემთან? – კი, როგორ არა. – მაშინ გისმენთ. – ჯერ ვცდილობ მეთვითონ ვუპასუხო ჩემივე კითხვებს. თუ ვერ გავეცი პასუხი და თქვენ დამჭირდით მაშინ შეგაწუხებთ. – საინტერესოა, მაგრამ რატომ წვალობთ მეთვითონ გეტყვით პასუხს არ მეზარება. – თქვენ შეიძლება მომატყუოთ. თან ურთიერთობა ასე უფრო საინტერესოა. – ესეიგი მეც არ დაგისვათ შეკითხვები? – თქვენი აზრით რას გიპასუხებთ ამ კითხვაზე? – არვიცი და იმიტომ გკითხეთ. – შეეცადეთ გასცეთ პასუხი. – მემგონი უნდა დაგისვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩუმად ვისხდებით და ურთიერთობა საერთოდ დაკარგავს აზრს. – ჩემი აზრით ცდებით. უმჯობესია ერთმანეთს ნაკლებად დავუსვათ შეკითხვები, ასე უფრო მეტს ვიფიქრებთ ერთმანეთზე. – ჯერჯერობით ვერ ვხვდები, მაგრამ მემგონი მთლად უაზრობას არ ამბობთ. – არა, ეს საერთოდ არ არის უაზრობა. თუ გნებავთ ვცადოთ. – კი, მაგრამ როგორ? – აი მაგალითად, ჩემი სახელი იცით? – არა, სამწუხაროდ არ მიპასუხეთ, და არ ვიცი. – თქვენს გულში რაიმე სახელი დამარქვით, ამით არაფერი გაფუჭდება. – კარგით, უკვე დაგარქვით, ქალბატონი მ.. – არა, მე არ გამიმხილოთ. ეს მხოლოდდამხოლოდ თქვენში უნდა დარჩეს. – გასაგებია, ვცადოთ შეიძლება ესე მართლა ჯობდეს. და როდის გავიგებ თქვენ ნამდვილ სახელს? – როცა კარგად გამიცნობთ. – ჩემი წასვლის დროა. ძალიან დაღლილი ვარ უნდა დავიძინო. – კარგად იყავით, ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებთ. – დიდი მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ხანია რაც სიზმრებს საერთდ ვერ ვნახულობ. – ღმერთო ჩემო,რატომ? – შეეცადეთ თქვენთვითონ უპასუხოთ. კარგად ბრძანდებოდეთ!
მეოთხე დღე – გამარჯობა ბატონო. როგორ ხართ? – კარგად, თქვენ? – მეც კარგად. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. – გისმენთ. – სახლში ავეჯის გადაადგილება მინდა, რაღაცების შეცვლა მიწევს და ხომ ვერ მომეხმარებით? – როგორ არა, მაგას რა დიდი თხოვნა უნდა. მაჩვენეთ აბა რა არის შესაცვლელი. – აი ეს კარადა მინდა კუთხეში დავდგა და აქ სარკე მინდა დავკიდო. – გიყვართ სარკეში ყურება? – კი ძალიან. მარტო როდესაც ვარ ხშირად სარკესთან ვარ ხოლმე. – ეგ ძალიან ცუდია. სარკეში ხშირად ჩახედვა არ შეიძლება, რადგან შენი თავი მოგბეზრდება. შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიგიყვანოთ. – რას ამბობთ, თქვენ მე მაშინებთ. – არა არ გაშინებთ ეს მხოლოდ გირჩიეთ. სარკეში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაიხედოთ, როდესაც საკუთარი სახე მოგენატრება, ან დაგავიწყდება შენი სახის ნაკვთები. შენ თავს სარკის გარეშეც უნდა ხედავდე. – საინტერესოა, თქვენ თუ დააკვირდით, რომ „შენ“–ობით მელაპარაკებით. – არა, არ შემიმჩნევია. – შეიძლება მომეჩვენა. – ეხლა რა ვქნათ ავეჯზე არ დამიძახეთ? – კი, მაგრამ სარკის დაკიდვა საერთოდ გადამაფიქრებინეთ. – კი გეთანხმებით. თქვენ თუ იცით რატომ არის ესეთი აზრი, რომ როდესაც სარკე გატყდება ვიღაცა მოგიკვდებაო? – არა, თქვენ იცით? – კი რათქმაუნდა. თქვენ თუ დაკვირვებიხართ როდესაც სახლში მიცვალებულია, იქ სარკეებს ნაჭერი აქვს ხოლმე გადაფარებული. – კი, ეგ რამე კავშირშია? – გეტყვით. როდესაც სარკეში ხშირად იხედები, იცი, რომ როცა სახლში მოხვალ ამ სარკესთან უნდა დაჯდე და ან ილაპარაკო, ან შენ სახის მიმიკებს დააკვირდე, ამ დროს შენ და შენ თავს შორის მყარდება ძალიან მარტივად კონტაქტი, რასაც გააკეთებ შენ იგივეს აკეთებს შენი თავიც. ადვილად უგებთ ერთმანეთს, ხოლო ეგ სარკე რომ გაგიტყდეს, მოხვალ სახლში, უკვე იცი რომ ვიღაც შენნაირი უნდა ნახო, მაგრამ ვეღარ ნახულობ, ამ დროს შენი უახლოესი მეგობარი, ანუ შენი თავი დაკარგე. – რა სისულელეა, და ნაჭრებს რაღატო აფარებენ? – ფარდებს და ნაჭრებს იმიტომ აფარებენ, რომ თავისი თავი ცუდ მდგომარეობაში არ დაინახონ და არ დაიჯერონ რომ მე ასეთი ვარ დღეს, თორემ შეიძლება ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გაჰყვეს. შენი თავის დანახვა ყოველთვის არ შეიძლება. – ძალიან საინტერესოა, მართლა ძალიან დამაინტერესა, მაგრამ ერთ რამეში დავეჭვდი. – მაინც რაში? – თქვენ ეს ყველაფერი რატომ ილაპარაკეთ? – როგორ თუ რატომ საუბარს მოყვა. – არა, იქნებ ამ კარადის გადაადგილება დაგეზარათ? – თქვენ ხუმრობთ? – არა, მე სერიოზულად გეკითხებით. – თქვენ უკვე აღარ ეკუთნით თქვენ თავს, თქვენ გიჟი ხართ. აღარ მთხოვოთ არაფერი. მშვიდობით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ უნდა დაგეშორებინა ასე უხეშად,... არ უნდა დაგეშორებინა ასე უხეშად,...
4. საინტერესოა, თუმცა დიალოგი სუბიექტურად ჩემთვის დამღლელია, მაინც კარგად წავიკითხე. სარკის გატეხვის ახალმა ინტერპრეტაციამ ჩემი ყურადღება მიიქცია. მე სხვა "ვერსია" ვიცი სარკეებს რატომ აფარებენ ნაჭრებს... :)
მოკითხვა ავტორო.
საინტერესოა, თუმცა დიალოგი სუბიექტურად ჩემთვის დამღლელია, მაინც კარგად წავიკითხე. სარკის გატეხვის ახალმა ინტერპრეტაციამ ჩემი ყურადღება მიიქცია. მე სხვა "ვერსია" ვიცი სარკეებს რატომ აფარებენ ნაჭრებს... :)
მოკითხვა ავტორო.
3. პირველი არ არის ) პირველი არ არის )
2. არადა, იყო ლოგიკა.
ნაწილი პირველიო? რომანების წერაც დაიწყე? :)
არადა, იყო ლოგიკა.
ნაწილი პირველიო? რომანების წერაც დაიწყე? :)
1. გაგიკვირდება და....ბოლომდე წავიკითხე :) გაგიკვირდება და....ბოლომდე წავიკითხე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|