ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცინო
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2015


***

ნუ მაიძულებ,
თორემ გეტყვი_
ფიქრის სუნი აქვს,
ისევ სიტყვებს და
ყავარჯნებით დადის ზამთარი,
ეს სივრცე
თეთრად მოჭიქული ფაიფურია,
შუშის სიცივე _
უპეებში მთვარედ ჩამდგარი.
გეტყვი თუ გინდა,
არ დაგინდობ,
ტკივილებია,
სითბოდან ყველა გადაცდომა,
არგამეტება,
მერე სიზმრების მირაჟებიც მემალებიან,
გარეთ ქუჩებმა ამოიცვეს თოვლის გეტრები.
გაედინება სითბო ჩემგან
და წვალობს მერე,
წინსვლას კედლები უკრძალავენ,
ვეღარც ბრუნდება
და როგორც ქოლგა,
გადაღებულ წვიმების შემდეგ,
დამაქვს სრულიად უსარგებლო
თავისუფლება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები