ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 მაისი, 2015


24 საათი

დღევანდელი დღე რომ უკანასკნელი ყოფილიყო რას გავაკეთებდი? პირველი, უფლის წინაშე მოვინანიებდი ჩადენილ ცოდვებს და გულმხურვალედ, ისე როგორც არასდროს  ვილოცებდი შვილებზე, ქმარზე,ოჯახზე,მეგობრებზე ახლობლებზე, ნაცნობებზე და ჩემს საყვარელ სამშობლოზე.მერე?მერე ალბათ უფლის სიმშვიდე შემოვიდოდა ჩემში და აღარ ვიტირებდი. ყველას, დაწყებული ოჯახიდან, დამთავრებული უბრალო ნაცნობებზე პატიებას ვთხოვდი, თუკი ოდესმე, ნებით თუ უნებლიეთ მიწყენინებია მათთვის.მადლობას ვეტყოდი ჩემს საყვარელ მშობლებს თითეული უძილო ღამისთვის,მსხვერპლისთვის,სიცოცხლის ყოველი წამისთვის,დარიგებისთვის,მკაცრი სიტყვებისთვის,უსაზღვრო სიყვარულისთვის.ფეხით შემოვივლიდი ჩემი თბილი სოფლის ქუჩებს,რომელიც დღემდე ჩემს ბავშვობას, ლაღ მოგონებებს და ძვირფას ადამიანებს ინახავს.ფეხით ჩავუყვებოდი ჩემი ქალაქის საყვარელ ქუჩებს.უფრო მძაფრად შევიგრძნობდი მცხუნვარე მზის სხივებს, ყოველ ჩასუნთქულ ჰაესრს.თითეულ ხეს და ბუჩქს მოვეფერებოდი.ყველას გავუღიმებდი და ვეტყოდი თუ რა მშვენიერია ცხოვრება.თუ როგორ უზადოდ შეგვიქმნა უფალმა სამყარო რომლის შეგრძნებაც უსაზღვრო
ნეტარებაა.მერე? მერე ყველას თუ არა, ერთ გაჭირვებულს მაინც ჩავიკრავდი გულში. დავაპურებდი, გავახარებდი, გავამხნევებდი და ვეტყოდი რომ ის უფლის ტაძარია და იგი მასში ცხოვრობს.რომ მასზე მეტად არავის უყვარს.რომ შეუძლია იმედგაცრუებულს მასზე დაიმედება. მხოლოდ ისაა ერთგული, კეთილი მზრუნველი, სამართლიანი და ყოვლისშემძლე. არც ერთ წამს არ დავკარგავდი ფუჭად. გავუფრთხილდებოდი ისედაც დათვლილ დროს.ჩემი შვილები??ალბათ მხოლოდ მაშინ ავტირდებოდი ისე როგორც პირველად, როცა გულზე დამიწვინეს ისინი.ჩავეხუტებოდი,მოვეფერებოდი ისე როგორც არასდროს.ვინანებდი თითეულ გაუცნობიერებელ, ცუდად მოპყრობას. მათთვის განკუთვნილი დროის ათასგვარ სისულელეზე ხარჯვას.წამით არ მოვცილდებოდი. თითეულ ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ თბილ ჰაერს შევიგრძნობდი.და ზურა?მასთან მთელი ეს 24 საათი ვიქნებოდი და ხელს არ გავუშვებდი.მის გულისცემას მოვუსმენდი და გავუფრთხილდებოდი.გავიხსენებდით ერთად გატარებულ ულამაზეს დღეებს .მრავალჯერ, მთელი სამყაროს გასაგონად გავუმეორებდი როგორ მიყვარდა.მადლობას ვეტყოდი ჩემი გაბედნიერებისთვის და ორი პატარა სიყვარულის ნაყოფებისთვის.
მერე ალბათ დაღამდებოდა.მაგრამ თვალს არ მოვხუჭავდი ბოლო ამოსუნთქვამდე.ხელს ჩავჭიდავდი ჩემს ოჯახს და ღვთის სასწაულს დაველოდებოდი.
თურმე რამდენი ყოფილა 24 საათი და რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.ამაზე რომ ყოველ დღე გვეფიქრა, იქნებ ბოროტებასაც აღარ ეარსება. ბოლოს კი მადლობას ვეტყვი უფალს დღევანდელი დღისთვის და რწმენით გათენებული კიდევ მრავალი დღისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები