ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2015


* * * (ჩაძირვა)

ნეტავი მიგეტოვებინე!
ნეტავ შენს თვალებს
ჩემი შეზიზღება შეძლებოდათ!
ამის მაგიერ
გეყო იმის გამბედაობა,
რომ არ გამოჩნდი.

ვნანობ შენს წინაშე
ყველა არდაშვებულ შეცდომას,
ყველა არგაბუტვას,
ყველა არგადმოდგმულ ნაბიჯს.

ნეტავი გეღალატა!
სხვა კაცში შეხვედროდი ალიონს,-
სიცარიელე მეტკინებოდა.

ნეტავი მეტივით მეგრძნო თავი!
დაღლილი მეტივის მოტივზე
მარტივად გიგლოვებდი,
შენ კი იმდენად გამირთულე ცხოვრება,
ლექსის ორივე ნაპირზე
ჯებირად აღიმართე
და თითქოს ჯიბრზე
უშენობაში ვიძირები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები