ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2015


გზაში

ცნობიერების მიღმა დარჩენილი კადრები,
გზაში ყველა გზა სწრაფად ქრება,
მამაჩემის გაუაზრებელი ფრაზები,
მისი სიტყვები ყოველთვის ღია რჩება.
სახეში შემოჭრილი ფანჯრიდან შემოსული ქარი,
ბორბლების ტრიალი და სინქრონია,
ფიქრები, გზაში დარჩენილი ფიქრები,
ისინი ყოველთვის მენდობიან.
უმართავი ბილიკების გამართული ასფალტი,
ყველა გზატკეცილი მირაჟია,
მძღოლს ყოველთვის აქვს თავისი საფანტი,
ამ დროს, სულ, ვიცი რომ ეს არ მინატრია.
გზაში ყველა გზა სადღაც მიდი,
ფიქრებიც მას უნებურად მიჰყვებიან,
ფეხები ხშირად იკარგებიან, და
ხშირად ნამდვილ ამბებს მიყვებიან...

მე გზაში ვარ... ფიქრები მიჰყვებიან... ფეხები მიყვებიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები