ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2015


ხანდახან

ხანდახან უნდა დაცარიელდე,
მერე შეივსო რომ კვლავ.
ვერამხდარ გრძნობებს, ნატვრებს, იმედებს,
მხოლოდ ასე თუ მოკლავ.

უნდა გაუშვა ხელი ხანდახან
ხავსს და დინებას ენდო.
თუნდაც არც იყო ამის თანახმა, -
თქვა: "შენს ხელში ვარ, ღმერთო!"

მერე, ახლებურ ჟინით და სულმთლად
სავსემ - ახალი განცდით,
თავს, ყველაფერი სარკის წინ უთხრა:
"კეთილი, ერთხელაც გაცლი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები