ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2015


აგარ-წალკის ეპისკოპოსი იოანე შომახიას

ა დამიანო, ბოროტისგან თავი რომ იხსნა,
გ ადაგარჩენს და დაგიფარავს ღვთიური რწმენა,
ა ხლოს იყავით, იხსენიეთ გულწრფელად გულით,
რ ომ დაგეხმაროთ და დაგიცვათ მაღალმა ღმერთმა.
წ მინდა სიწმინდეს თუ მიჰყვებით მადლი გადმოვა,
ა დიდეთ მისი სიყვარული და ერთგულება,
ლ ოცვა-კურთხევა დაიფარავს დედასამშობლოს,
კ არზე მომდგარი ზე უფალი დაგვეუფლება.
ი ს ჩვენთან არის საკვირველი ზეციურ მადლით,
ს ასწაულებრივ დახმარების სულსაც გაგვიწვდის,
ე რს ქართველისას ღვთისმშობლის კალთა იფარავს,
პ ატივი ეცი ღარიბს,ობოლს,შენ თუ განდიდდი.
ი ხსენი იგი გაჭირვების მარწუხებისგან,
ს ასუფეველში შეგვეწევა ღვთისმშობლის მადლი,
კ ურთხევით გვიხსნის ყოვლად წმინდა დედამიწაზე,
ო , გაბრწყინდები სავანეში ღვთიური ღვაწლით.
პ ირნათლად მიხვალ წინაპართა მოსახსენებლად,
ო ქროცურვებულ საქართველოს ღირსების შვილი,
ს იცოცხლეშივე უკვდავების ეზიარები,
ი სტორიაში ისულდგმულებ მარადის მკვიდრი.
ი ბრწყინებს შენი სიკეთე და შენი დიდება,
ო ქროქსოვილად მატიანე მოქარგავს ფურცლებს,
ა რ დაივიწყებს არც სიკეთეს არც ბოროტებას,
ნ ათელ გზა სავალს წინ დაგიფენს უთვალავ,ულევს...
ე რთგული სულით ერის ბედმა უნდა გაღელვოთ,
შ ესადარისი სათნოება უნდა გმოსავდეთ,
ო ჯახში მარად შენი ნერგი უნდა დანერგო,
მ არად წმინდათა სალოცავი უნდა გმოძღვრავდეთ.
ა რსება ჩვენი ღვთიურ ძალით მოვლენილების,
ხ ალხის ბედი და შემართება გახალისებდეთ,
ი ხარეთ, რადგან ამ ცხოვრებას ემსახურებით,
ა მინ,უფალი ღვთის მოსავ ხალხს განგადიდებდეთ!
წიგნიდან „ღვთის ნათელი გზით“
ავტორი: "უბრალოდ მიწიერი"
2015წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები