ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თთ
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2015


* * *

დავმშვიდდები...მე ღიმილის თილისმად მსურს გადაქცევა
და თუ ფიქრებს,ნატვრადქცეულს დრო შველივით გაექცევა,
დავმშვიდდები...ვისწავლი მე ლოცვას,გლოვაც დამეხსნება.
მწუხარების შავ-თეთრ ნისლებს,მე მოვაცვამ ყვითელს,მზისფერს,
კაქტუსივით მსუსხავ განცდებს ზღვას გავატან,ვეტყვი გამცდეს.
მაშინ ჩემში ორეული,შენ ხმასავით შორეული
გადაიძრობს ზამთარს,ძაძებს და ხელახლა, მარცვალ-მარცვალ,
უთქმელობა გამიტაცებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები