ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2015


მე

ზაფხულისპირა დღეებია. ხან რომ ძალიან ცხელა ხან კი ცივი ნიავი უბერავს. საღამო მაინც ყოველთვის კარგია სასიამოვნოდ გრილა.
ფანჯარასთან ვზივარ ხელებზე თავი მაქვს ჩამოდებული და ეზოში რამდენიმე ათეულ ბავშვების ქცევებს ვაკვირდები. სადღაც მათ შორის ზოგჯერ ჩემს ბავშობას ვხედავ. წითელი მაისურთ და მუქი ლურჯი ჯინსით თითქოს მათ შორის ვდგავარ და ჩემს თავს ვუყურებ დაჟინებით. მერე შეშინებული თვალებს ძლიერად ვახამხამებ და ჩემი ბავშობის ლანდი უმალ ქრება.
ვაკვირდები მათ სირბილს,მოუსვენრობას და მშურს. ნამდვილი,ბოროტი შურით მშურს რომ მე ვიღლები.
ვფიქრობ და მიკვირს, ისე სწრაფად როგორ გავიზარდე რომ ვერც კი მივხვდი. ან საერთოდ იქნებ მხოლოდ სახის ნაკვთების შეცვლაში გამოიხატა ჩემი გაზრდა ანდა მხოლოდ სხეულის  ჩამოყალიბებაში. მაგრამ ახლა ამ ბავშვებთან ჩასვლა და თამაში რომ არ შემიძლია ბევრად მეტია.
წლების მომატება კი არ გვზრდის ადამიანებს. გამოცდილება ჰქვია ჩვენს ასაკს. განა არ შეიძლება 70 წლის კაცი არსებობდეს რომელიც ისევ ბავშვია?! მე შემიძლია დავიჯერო ასეთი ამბების.
გამოცდილება თავისით კი არ მოდის,ჩვენ თავად ვცდილობთ გამოვქექოთ საიდანღაც და მერე ბავშობაში კალათბურთის ბურთის მთელი სიძლიერით სახეში მორტყმასავით გვხვდება გამოცდილება. აზრზე მოხვალ თუ არა დარეტიანებული,უკვე სხვა ბავშვებზე დიდი ხარ.
მთელი ბავშობა იმაში გადის რომ ვნატრობთ გავიზარდოთ, ვიცმევთ მშობლების მაღალ ქუსლებიან ფეხსაცმელებს,დავდივართ საყიდლებზე,შვილებიც კი გვყავს. თითქოს გაჩენის დღიდან ჩანერგილია ეს ინსტიქტი და თოჯინებზე გამოცდილი დედობის სიყვარულის შემდეგ შეგვიძლია ვისწავლოთ არარსებული გრძნობებიც.
მაგრამ როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ეს გრძნობა და ემოციები სწორედ მაშინ ვკარგავთ. განა არ გინახავთ სანაგვეზე გადაგდებული ჩვილები?
ანდა ნანატრი შვილი რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება.
მუცელშივე განადგურებული ბავშობა და მომავალი?!
წარმოუდგენელია ყველა ასეთ დედას არ ქონოდეს ჩვენნაირი ბავშობა და საყვარელი თოჯინები.
ამ დროს ალბათ იმ სიყვარულზე ბევრად ნაკლებს ვგრძნობთ,ორი წლის ასაკში ჩვენი საყვარელი თოჯინის მიმართ რომ ვგრძნობდით.
სიყვარულს კი არ ვიძენთ,რამეს კი არ ვსწავლობთ ალბათ ბავშობის მერე ვკარგავთ ყველაფერს.
ჩემი ბავშობა ალბათ სხვის ბავშობაზე მეტად მოკლე იყო.ხანდახან ასე მგონია,ან შეიძლება მართალიც ვარ. მთელი ბავშობა დავეძებდი დიდობას და მე სხვებზე ადრე ვიპოვნე. მაგრამ აღმოჩენამ არ გამანცვიფრა,პირიქით იმედიგამიცრუა და მივხვდი რომ იმაზე ადრე დავიწყე ძებნა ვიდრე შეიძლებოდა.
მერე იმაზე მეტად შეიძლება დაგეწვას სხეული,ვიდრე სირბილის დროს მთელი სიძლიერით დაცემული გადატყავებული მუხლები ან ხელებია. უფრე მეტიც იმაზე უფრო მეტად შეიძლება გეწვოდეს სახე ვიდრე ველოსაპედიდან გადმოვარდნილს გატეხილი ცხვირი.
განსხვავება იმაშია რომ სისხლიან მუხლებს და გატეხილ ცხვირს დრო განკურნავს, იმ ტკივილს კი პირიქით ასმაგად გაადიდებს გაამუქებს და გააძლიერებს.
ღმერთს უთქვამს ჩემზე ძლერად არავინ შეიყვაროო, ადამიანებმა კი ვერ განსაზღვრეს სიყვარულის სიდიდე და გააღმერთეს ადამიანი.
მე ათი მცნებიდან მხოლოდ ორს ვასრულებ და დავიწყებული მაქვს ყველაფერი ღმერთზე.
სწორედ ამიტომაა რომ ყოველ კვირას ვგრძნობ ტკივილს მთელ სხეულში. ფეხის წვერიდან ხერხემლის და მუცლის ღრუს გავლით ვგრძნობ როგორ მოძრაობს სისხლი და ვგრძნობ როგორ მიჭირს ყოველდღე სუნთქვა.
ხანდახან ამ ყველაფერს ქალაქს ვაბრალებ.
მერე კიბეზე ავდივარ და ვიღლები.არა და მხოლოდ მეოთხე სართულზე ვცხოვრობ.
ყოველდრე ვკარგავ ადამიანებს და უფრო და უფრო ვშორდები ღმერთს.
ამ დროს მე მხოლოდ ოცი წლის ვარ და მაფიქრებს მომავალი.
ადამიანი თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სწორედ მომავლის გეგმაში და წარსულის შეცდომების ქექვაში ხარჯავს და ავიწყდება რომ უნდა იცხოვროს. სწორედ ამიტომაა უფრო ბედნიერი ცხოველი.
და ახლა მეც ამ ზაფხულისპირა დღეებში ვზივარ და ვფიქრობ მომავალზე და წარსულზე და მავიწყდება ცხოვრება. მხოლოდ ინსტიქტურად ვიღვიძებ ყოველ დილით ვიცმევ და ვცხოვრობ. შესაძლებელია იმ ჭოტმა ახლა სადღაც შორს ბნელში  რომ ზის და მისი ხმა მესმის ,არ იცის რა და რატომ ხდება  მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის ჩემზე ბედნიერია!
მე კი ხელებზე თავი მიდევს და ახლა მხოლოდ ჩემს ბავშობას ვხედავ ეზოში, წითელი მაისური,მუქი ჯინსი მაცვია და მთელი საღამოა შემოვჩერებივარ ჩემს თავს.
ვხვდები რომ მიკვირს სად დავკარე ყველაფერი...
რატომ არ დავრჩი ბავშვი?!




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები