ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2015


დედა

დედა,
ცხოვრება ხმელი პურივით
მამტვრევს და ძირს მყრის,როგორც ნამცეცებს,
დედა,
ბედს ვჩივი,
ხან ღმერთს ვუყვირი,
როცა არ მწყალობს ბედი არც ერთხელ...

ყველა გზა თითქოს უკვე მოჭრილი
მაქვს
და სიცოცხლეს ვეღარ ვენდობი,
რადგან ობოლი ბავშვის ქოხივით,
მენგრევა სული მე უღმერთობით...

ვალაგებ ჩემ თავს ცივი თაროდან,
რომელსაც სისხლად ვერ შემოვაშრი...
და მე ჰო
მიყვარს,მაგრამ რატომღაც,
ვდებ ამ სიყვარულს სხვის ჩემოდანში...

და მინდა გზებზე,რომ ასკინკილით
გადავირბინო ისევ ბავშვივით,
რადგან ახლოს მყავს ახლა სიკვდილი,
ჰოდა ნუ მიცავ
დედა, გამიშვი...

დედა,
ცხოვრება ხმელი პურივით
მამტვრევს და ძირს მყრის,როგორც ნამცეცებს,
დედა,
ბედს ვჩივი,
ხან ღმერთს ვუყვირი,
როცა არ მწყალობს ბედი არც ერთხელ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები