ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2015


დუმილი

ხომ შეიძლება,
რომ საკუთარი
დუმილიც მოგბეზრდეს
ადამიანს,
მაგრამ ყვირილი არ დაიწყო,
არც ლაპარაკი
და არც
სხვა რამე მსგავსი,
შეინარჩუნო
შენი
ვადაგასული დუმილი,
და უბრალოდ
ახერხებდე,
რომ მთელი ცხოვრების
მანძილზე
გიწამლავდეს,
გიღიზიანებდს
ნერვებს,
გისუსტებდეს
გრძნობებს
და გიმტვრევდეს
გულს
აღდგომის კვერცხივით
მე არ ვიცი
რა იქნება ხვალ,
რადგან არასდროს ვფიქრობ
მომავალზე,
მომავალი ოცნებით
აშენებული,
მოულოდნელი ტკივილია...
ხანდახან კი
ტკივილით აშენებული
ოცნების, ახდენაა...
ეს ორი, ერთმანეთს
ყოველთვის ენაცვლებიან,
უბრალოდ არ ვიცით
ვის რომელი და
როდის მოგვიწევს...
მე არ ვყვირი,
მე ჩუმად ვარ,
რადგან
დუმილი ღმერთის ენაა...
სხვა დანარჩენი კი
ღარიბი თარგმანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები