ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2015


ვერაფერი

ვერც წვიმა ,ვერც თოვლი და ვერც სხვა,
ვერ შეძლებს მოვიდეს ახლავე,
სიცოცხლე ხელებში დამემსხვრა,
მიწაში ცალ-ცალკე მარხავენ...

ოთახში სიკვდილის ფონი მაქვს
ფანჯრიდან შემოდის სიბნელე,
ძაღლივით ვერ ვიშლი ფორიაქს,
ტკივილებს ვერაფრით ვინელებ...

ქუჩაში ქარი სულ მარტოა,
სეირნობს თავისთვის საბრალო,
ხურდები მივეცი მათხოვარს,
ტაძართან გუშინ წინ საღამოს...

გასაქანს არ გაძლევს თუ პოეტს,
სიკვდილი,სიცოცხლე მიქარე...
ტროტუარს ნაფეხურს ვუტოვებ
ჩემს თავს კი ყოველთვის სიგარეტს...

ცხოვრება მოჭრილი ხე არის,
მიწაზე აგდია გამხმარი,
ბოლომდე ვერ მიძლებს ვერავინ,
ჩემს გვერძე არავინ არ არის...

ბეღურა ჩიტივით მოფრინდი,
როდესაც ვუძლებდი შიმშილებს...
მე სისხლში ყოველთვის მორფივით,
ვუშვებდი და ვუშვებ სიმშვიდეს...

ვერც წვიმა ,ვერც თოვლი და ვერც სხვა,
ვერ შეძლებს მოვიდეს ახლავე,
სიცოცხლე ხელებში დამემსხვრა,
მიწაში ცალ-ცალკე მარხავენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები