ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2015


ღამეა

ღამეა,
ამ იმედს ვერაფრით ეღირსა,
არ გაკვრა ჯვარზე და აღდგომა კვირა დღეს,
ყოველთვის ასე ვარ,რომ ლექსის წერსიას,
მგონია რატომღაც მეც ზოგჯერ მიმართლებს.

ოცნებებს შევყმუვლე ძაღლივით
ჰო რადგან,
მე ჩემი სიცოცხლე ნერგივით მიხმება,
ათასი საქმიდან ერთი ვერ მოგვარდა,
ერთხელ ვერ მიმიხვდა ჩემს სათქმელს მიმხვედრმა.

ყოველ დღე იმავე ადგილას ვიღვიძებ,
სადაც რომ დავტოვე ტკივილი შხამივით,
ვერ ვუძლებ სხეულში უღმერთო მიწისძვრებს
და მალე სიცოცხლე სენივით გამივლის.

არ ვიცი ეს ბოლო რატომღაც არა ჩანს,
მოლოდინს ვერ ვუქმნი ჩემს თავში ვაკუომს,
და რაც კი აქამდე ჩემიდან გადარჩა,
პირიქით იკლებს და არასდროს მატულობს.

ყოველთვის ასე ვარ,რომ ლექსის წერისას,
მგონია რატომღაც მეც ზოგჯერ მიმართლებს.
ღამეა,
ამ იმედს ვერაფრით ეღირსა,
არ გაკვრა ჯვარზე და აღდგომა კვირა დღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები