ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2015


მომავლის პოეზია - ცამეტი -

მართლაც რა სწრაფად შეიქმნა მომავლის პოეზია 12 –მდე, და ეს 13 გაჭიანურდა.

დავიწყეთ,

მოგბეზრდათ წარსული? ხვდებით, რომ აწყმო წარსულზე უკეთესი ვერ არის?
ერთადერთი გამოსავალი, მომავლის პოეზიაა.
იკითხე, დაიზეპირე, შეისწავლე, განვითარდი, გახდი მომავლის ადამიანი და იცხოვრე განვითარებული ტვინით.
და კიდევ ერთი, სასურველია მომავლის პოეზია იკითხოთ კვირაში ერთხელ, არც მეტი, არც ნაკლები,
თუ რაიმე სხვა სპეც. დანიშნულება არ გაქვთ.
გისურვებთ წარმატებებს,
ხო და კიდევ ერთი, გახსოვდეთ, მომავალში თქვენი კომენტარები არ იარსებებს, არც სიძულვილი, არც შური, იქნება მხოლოდ გაბრწყინებული სამყარო, კეთილშობილი ხალხი და ჩემი პოეზიაააააააააააააააააააააააა.

------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------

არეული ფერები (დასველებისგან)*

ცაო ამღერებულო,
გულო ატირებულო,
ვარდის ია მიჯნურო,
ზედ ბალახ მისხმულო,
სერებ–მიხდილ დღეიდან,
22, 17,
ნუთუ შენი ხევიდან,
ვარდისფერი ჩეჩირი,
მერიდიანს მოპარვით,
გული გაუსაძლისი,
შენი ენაკვიმატი,
ფიქრი დაუფიქრავი,
შედევრ–შედევრ მიილტვის,
უქნო მამისარობა,
შენი უდარდელი და,
შენი გაჩუმარება...

*  - სქოლიო.
**  - ზემოდ დაწერილი ლექსი, თავიდან იყო კარგი ლექსი, მერე წყალი დაესხა და სიტყვები და ასოები ერთმანეთში აიზილა.
*** - ვინც გამოიცნობს რა არის 22 17, იმისი იყოს ეს ლექსი.

პატარა ხე

ნუ ჭრი ხეს მაინც ამოვა,
გაშლის ფოთოლს და ხეივანს,
ხეივანი რა შუაშია?
შეცდომა იყო მგონია*,
ნუ ჭრი ხეს შე პირუტყვო,
მაინც კიდევ ამოვა,
ეს რა ლოგიკა არის,
არაფერი გამოვა.

*მგონია – ცუდად ჩასმული სიტყვა, ლექსს არ მოუხდა.
ლექსი დაწერილია დებილურ მოტივებზე.
45.04.7013წ.

სიყვარული

ჭა ფეხი
ნამღერი ხედვა
ფიქრი ალერსი
მწვანე ნეირონი
სახლი სიჩქარე
მოკითხვა სილამაზე
შფოთვა მრგვალი
შორი სურნელი
გზა სიმხურვალე
მხოლოდ სიყვარული.

2015.00.6008წ.

საფერფლე

ერთხელ ერთმა მეგობარმა,
მათხოვა საფერფლე,
რა მექნა არ ვიცოდი,
ვათხოვე საფერფლე,
სიგარეტს ეწეოდა,
ნაფაზი ბოლომდე,
ერთს რომ დავამთავრებდი,
ვიწყებდი მეორეს,
და ბოლოს ცუდად გახდა,
ნერვებმა უმტყუნა,
ფილტვებზე ვიმკურნალეთ,
გადავრჩით ორივე,
და ისევ ერთად ვსუნთქავთ,
ერთნი ვართ - ორივე.

2.2.2.20019წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები