ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2015


ქრებიან. . .

და ქრებიან წყლიდან ამოყვანილი მედუზებივით :
ჩვენი სურვილები
ჩვენი ტკივილები
ჩვენი ჟრჟოლვები
ჩვენი სისხლ-ძარღვებში მოთარეშე ჭიანჭველები
და ვქრებით ჩვენც, მათთან ერთად
და ვიბადებით სხვა ნაპირებზე
სხვა აღტაცებით
სხვა აღნაგობით
სხვა მზერით
და ვუწოდებთ ამ ყველაფერს ხასიათის გამოცვლას
ან იქნებ , არც არაფერს ვიცვლით,
უბრალოდ ქამელეონივით, იმ ფერად ვფერადდებით,
რა ფერის კუთხეშიც , მივიყუჟეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები