| ავტორი: რინა ჟანრი: თარგმანი 1 ივნისი, 2015 |
Теймураз Табатадзе
Нет, не вращается Земля Нет, не вращается Земля, или протест человечеству... Нет, не вращается Земля! Дружище Джордано! С муравейниками, деревнями, городами... Этой глупостью не утешить меня умилённого.- Мне не назвать учения другими словами. Смерть тогда не будет во времени бесконечна, Жизнь по кругу пройдя, я рождаюсь с воплями, Мнимой слезы не стоит ронять за кусочек хлеба, Молясь не встану к солнцу с протянутыми руками. Мне не нужно будет!.. Моего не слышишь слова?! От вертящей Земли мутит, голова кругами, Увы, превосходной, такая жизнь не зовётся, Жизнь, которая требует себя усмирять ласками.
Сдаётся мне, не вращается Земля любовью!.. Джордано, нас, разминувшихся в астральном мире, Не присмирить. Как Ты, за идею жизнь отдаю, Люди, подобно Бруно, жгите меня на костре!
Переведён с грузинского языка 29.05.2015
არ ბრუნავს დედამიწა ანუ პროტესტი კაცობრიობას
არ ბრუნავს დედამიწა არა, არ ბრუნავს დედამიწა! - ჩემო ჯორდანო! ჭიანჭველების ბუდეებით, სოფელ-ქალაქით ... ამ სისულელით ნუთუ გინდა გული მომფხანო, (სხვა შესაფერი ამ სწავლებას მე ვერ დავარქვი). მარადიული არ იქნება მაშინ სიკვდილი, წრეზე იბრუნებს სიცოცხლე და ვიშვები ისევ, არ დამჭირდება ლუკმისათვის ყალბი ქვითინი, ხელის გაწვდენა ლოცვებისთვის ბუტბუტით მზისკენ. არ დამჭირდება! ... შენ ეს სიტყვა ნუთუ არ გესმის?! მე დედამიწის წრეზე ბრუნვით გული მერევა, ასეთ სიცოცხლეს მშვენიერი იცი, არ ეთქმის, ყოველდღიურად რომ სჭირდება ნაზი ფერება. არ ბრუნავს მიწა სიყვარულით! ... მე ვამბობ ასე, ჩემო ჯორდანო! ჩვენ ერთმანეთს ასტრალში ავცდით, მეც ვთმობ სიცოცხლეს იდეისთვის, როგორც შენ დათმე, კაცობრიობავ! ბრუნოსავით კოცონზე დამწვი!
14 მარტი, 2014
Александр Мишелашвили
Где мой конец
Где мой конец?! Куда несётся мой резвый мерин?! Наверняка, по пути пройду по цветам, истоптав. Кто мне судья?! Всего лишь на день, бездушное очеловечить попрошу я у Бога, Причастившись, чтобы проповедью камней смогли пропитаться. Знаю, я глух, да и мироздание с давних пор, видать, глуховато на ухо, Если мне людей понять нелегко, как же мне воспринять благоухание цветов?! У жертвенника, среди умилостививших Всевышнего отсечёнными бычьими головами, Пред святынями молитве моей неужто не прислушается Бог, И во мне не признает смиренно кающегося молящего?! Где мой конец?! Куда несётся мой резвый мерин?! Всё равно не понять, сколько бы я по цветам не ходил; Вот преставлюсь, потом приходи, приходи, ветерок, Чтобы о боли причинённой и не прочувствованной мной, болея, смог рассказать...
Переведён с грузинского языка 30.04.2015
*** სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?! ვინ განმიკითხავს?! ყვავილები გადავთელო, გადავიარო. იქნებ უფალო, უსულონი სულ ერთი დღით აახმიანო, იქნებ ერთი დღით ქვათა ღაღადს, ჩვენც გვაზიარო.
თორემ ყრუ ვარ და ყრუა სამყარო, კაცის არ მესმის, ყვავილისას რას ვეზიარო?! ხატობას დაკლულ ხარის თვალებით, იქნებ მლოცველად არც მაღიარო.
სად დავსრულდები?! საით მიჰქრის ჩემი იაბო?! მაინც ვერ ვიგრძნობ, ყვავილებზე ბევრიც ვიარო. რომ დავსრულდები , მერე მოდი, მოდი ნიავო, რაც ვატკინე და ვერც ვიგრძენი, როგორ მტკივა უნდა გიამბო.
14. 06.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გმადლობთ გამოხმაურებისთვის!!! გმადლობთ გამოხმაურებისთვის!!!
5. კარგი თარგმანია უნაკლო, კარგი თარგმანია უნაკლო,
4. მადლობა გამოხმაურებისთვის! მე პირადად არც ერთ ავტორს არ ვიცნობ, რაც შეეხება მათ შემოქმედებას დრო განსჯის... რაც მართალია, ფილოსოფიური ლირიკა ყველასთის არ არის მისაღები... ლექსის ავტორი ბრუნოს <<სწავლებას>> <<სისულელეს>> უწოდებს, ამაში შეგვიძლია შევედავოთ, თუმცა ამ სიტყვიდან გამომდინარე, უდაოა ბრუნო რატომ დაწვეს...
და ორიოდე სიტყვა პატივცემულ ჯორდანოზე: 15 წლის ფილიპო ბრუნო 1565 წელს წმინდა დომინიკის მონასტერში ბერად აღიკვეცა, მას სახელად ჯორდანო უწოდეს. შემდგომში ის არ დაეთანხმება, ბევრ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რელიგიურ მცნებებს, რის გამოც იძულებულია დატოვოს მონასტარი, იწყებს მოგზაურობას ევროპაში, ატარებს გაკვეთილებს, ლექციებს, ხვდება სამეფოების კარზე, და სამეცნიერო წრეებში, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს კოპერნიკის იდეას, რომლის მიხედვითაც მზე, და არა დედამიწა, პლანეტარული სისტემის ცენტრშია. 1591წ. ბრუნო მიიწვია ვენეციაში არისტოკრატმა დჯოვანი მოჩენიგომ მასწავლებლის სტატუსით, და მანვე დასდო ბრალი ერეტიკოსობაში. ჯორდანო ვენეციაში დააკავეს შემდეგ, რომს გადასცეს, სადაც ექვსი წელი დაჰყო, მოეხსნა საასულიერო წოდებები, რადგან ბრუნომ არ სცნო ბრალდებები, და გადაეცა საერო ხელისუფლებას. <<მე ვკვდები წამებული საკუთარი ნებით და ვიცი , რომ უკანასკნელ ამოსუნთქვისთანავე სული ჩემი ზეცაში აღემართება>>- როგორც ამბობენ ეს უკანასკნელი სიტყვებია 1600 წელს ბრუნოსმიერ ნათქვამი , ხოლო 1889წ. იმ ადგილზე, სადაც დაწვეს, რომში მისი ძეგლი აღმართეს.
მადლობა გამოხმაურებისთვის! მე პირადად არც ერთ ავტორს არ ვიცნობ, რაც შეეხება მათ შემოქმედებას დრო განსჯის... რაც მართალია, ფილოსოფიური ლირიკა ყველასთის არ არის მისაღები... ლექსის ავტორი ბრუნოს <<სწავლებას>> <<სისულელეს>> უწოდებს, ამაში შეგვიძლია შევედავოთ, თუმცა ამ სიტყვიდან გამომდინარე, უდაოა ბრუნო რატომ დაწვეს...
და ორიოდე სიტყვა პატივცემულ ჯორდანოზე: 15 წლის ფილიპო ბრუნო 1565 წელს წმინდა დომინიკის მონასტერში ბერად აღიკვეცა, მას სახელად ჯორდანო უწოდეს. შემდგომში ის არ დაეთანხმება, ბევრ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რელიგიურ მცნებებს, რის გამოც იძულებულია დატოვოს მონასტარი, იწყებს მოგზაურობას ევროპაში, ატარებს გაკვეთილებს, ლექციებს, ხვდება სამეფოების კარზე, და სამეცნიერო წრეებში, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს კოპერნიკის იდეას, რომლის მიხედვითაც მზე, და არა დედამიწა, პლანეტარული სისტემის ცენტრშია. 1591წ. ბრუნო მიიწვია ვენეციაში არისტოკრატმა დჯოვანი მოჩენიგომ მასწავლებლის სტატუსით, და მანვე დასდო ბრალი ერეტიკოსობაში. ჯორდანო ვენეციაში დააკავეს შემდეგ, რომს გადასცეს, სადაც ექვსი წელი დაჰყო, მოეხსნა საასულიერო წოდებები, რადგან ბრუნომ არ სცნო ბრალდებები, და გადაეცა საერო ხელისუფლებას. <<მე ვკვდები წამებული საკუთარი ნებით და ვიცი , რომ უკანასკნელ ამოსუნთქვისთანავე სული ჩემი ზეცაში აღემართება>>- როგორც ამბობენ ეს უკანასკნელი სიტყვებია 1600 წელს ბრუნოსმიერ ნათქვამი , ხოლო 1889წ. იმ ადგილზე, სადაც დაწვეს, რომში მისი ძეგლი აღმართეს.
3. მართლა არ ბრუნავს თუ ეს უბრალოდ მეტაფორაა? მართლა არ ბრუნავს თუ ეს უბრალოდ მეტაფორაა?
2. რინა კარგია. რაც შეეხება ჯორდანოს დაწვას, მე ასე ვიცი, რომ ,,ბრუნავსო!''- ამიტომ დაწვეს და აქ რატომ არის გაუგებარი, როცა ავტორი ედავება არ ბრუნავსო, მართლა გაუგებარია. კრიტიკა კარგია, თუმცა თვითკრიტიკა ,,ვაშემ ასწორებს.'' მოხიბვლა კიდევ გემოვნების საკითხია, რომელზეც არ დავობენ. ++ რინა კარგია. რაც შეეხება ჯორდანოს დაწვას, მე ასე ვიცი, რომ ,,ბრუნავსო!``- ამიტომ დაწვეს და აქ რატომ არის გაუგებარი, როცა ავტორი ედავება არ ბრუნავსო, მართლა გაუგებარია. კრიტიკა კარგია, თუმცა თვითკრიტიკა ,,ვაშემ ასწორებს.`` მოხიბვლა კიდევ გემოვნების საკითხია, რომელზეც არ დავობენ. ++
1. ხო საქმე ისა რო ჯორდანო სულ სხვა მიზეზით დაწვეს :)
ორიგინალებით ნამდვილად ვერ მოვიხიბლე :)
თარგმანს არა უშავს :) ხო საქმე ისა რო ჯორდანო სულ სხვა მიზეზით დაწვეს :)
ორიგინალებით ნამდვილად ვერ მოვიხიბლე :)
თარგმანს არა უშავს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|