ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2015


(ყველაფერი თუ ბრუნავს)

ყველაფერი თუ ბრუნავს,
ესე იგი წასვლის შემდეგ, არის დაბრუნებაც...
მე, კი სახლში
2 გარეცხვა სარეცხის ფხვნილი,
1 ჩაის კოვზი ყავა,
(რომელსაც უკვე ვსვამ)
და 1 დღის სამყოფი ძაღლის საკვები
დამრჩა,
კიდევ
რამოდენიმე დღე - ხელფასამდე...
თუმცა მარაგი შივსება
და მსგავსი მოვლენებიც
გაგრძელდება უსასრულოდ,
წრეზე...
ეს ყველაფერი ისეთივე სიმართლეა,
როგორიც -
- არც თუ შორეულ მომავალში
იქნებიან მულატი
და
შემდეგ ზანგი ქართველი ხელოვანები
და პოლიტიკოსები,
რომლებიც შექმნიან ახალ შედევრებს
და ახალ თამაშებს ითამაშებენ...
ამასაც, რომ თავი დავანებო,
დიდი დანაკარგის მიუხედავად
ადამიანები პოულობენ ერთმანეთს...
და თუ ყველაფერი ბრუნავს წრეზე,
მაშინ რით ვერ ეღირსა
ჩემს მიწებს
დაბრუნება?!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები