ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უნა
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2015


X X X



შენი სახლის ეზო,
ჩემი სახლის ბაღი,
მე ქალაქი მიპყრობს,
შენ სოფელის ხვატი.

ცა– მერცხლების ცვენა,
მზე–დიდგულა სხივი,
არაფერი მრჩება,
აქ სიცოცხლის იქით.

განაბული ღამე,
გარხეული ტოტი,
ქარი როცა ავსებს
გზას მტვრითა და ბოლით.

შენ გაქვს ახლოს ზეცა
მე შორი ცაც მყოფნის,
სიყვარულად გექცა
ჭირ –ვარამიც სოფლის.

ჩემი თვალთახედვა
და ქალაქის სივრცე,
შენ  არ გყოფნის ერთად,
ცის და მიწის სიგრძე.

დაისს აყოლილი
მოელვარე მზეა
გვრჩება მარტო ფიქრი
და სიზმრების ცვენა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები