ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილუ
ჟანრი: პროზა
12 ივნისი, 2015


დაკვეთილი სიზმრები

მაღვიძარამ დარეკა.
ჩემი მეზობელი უფრო ადრე იღვიძებს. ხელში აქანდაზი უჭირავს, დგას ფანჯარასთან და ეყრდნობა ძველ, ნესტით გაშავებულ რაფას.
და მეც გავიღვიძე.
მივდივარ.
ტალღების ხმა ჩამესმის.
ტალღები ისეთივე სისწრაფით ეხეთქება ჩემს ცხოვრებას, როგორც მე საკუთარ თავს.
და მე ფეხშიშველი ქვიშაზე ისე დავაბოტებ, თითქოს, ჩემი ფეხები ქვიშას კი არა, მასში მცხოვრებ ჭიანჭველებს სტრატეგიულად სრესდნენო.
მზე არ ამოსულა. არც მთვარე სჩანს. თუმცა, არ ბნელა.
საღამოსპირი დილაა და შუქურა ანათებს, სადღაც შორიდან.
გვარიანად ცივა.
დაკვეთილი სიზმარი ახდა.
ახდა ყველა ნაძირლის ოცნება.
ახდა სიზმრის არ არსებული ტრილოგია ჩვენზე.
როგორი ნამდვილია.
იქ შუქურა უფრო კაშკაშებს.
შენც ქვიშის ნაწილი ხარ.
შენი ნაწილები ჩემს ფეხქვეშ ახდა.
მე - ქვიშის პაწაწინა ნამცეცებში გავიბნიე.
ტალღები.
შემდეგი სიზმარი ჩემი მეზობლის ფანჯარა.
ისიც ახდა, ის დგას და გაჰყურებს ტალღებს,
აქანდაზით ხელში ხვეტავს საკუთარ ნაწილებს და შუქურასთან მდგარი ყრის.
ყრის ტალღებში.
მის ფანჯარასთან აღარ არის სილუეტი.
აღარც ჩემს მაღვიძრაზე ადრე აღარ იღვიძებს.
შენ ახდი- ჩემს ფეხქვეშ ახდენილი ქვიშის ნაწილი ხარ.
ჩემი მეზობელი ახდა-ის ხვეტავს საკუთრ თავს. მენაგვე.
მე ავხდი-ქვიშის პატარა მცოცავ ნამცეცებად ვიქეცი. ტალღები მეხეთქება. მატალახებს.

შუქურა კვლავ იქ დგას.
კაშკაშებს ისევ ისე ან უფრო მეტად.
ყველა დაკვეთილი სიზმარი ახდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები