 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: თარგმანი 11 ივნისი, 2015 |
მე თქვენ მიყვარდით, სიყვარული ჯერ კიდევ ალბათ, არ ჩაფერფლილა გულში დღემდე იკავებს სივრცეს. მაგრამ არ მინდა თქვენ იღელვოთ ეს გექცეთ დარდად, ამიერიდან აღარ მოგცემთ მე სევდის მიზეზს.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, მკლავდა სიჩუმე, ზოგჯერ სიმორცხვით ზოგჯერ ეჭვით ვიტანჯებოდი. ასე გულწრფელად და სათუთად მე თქვენ გისურვებთ, რომ ღმერთის ნებით სხვა ვინმესაც შეყვარებოდეთ.
ა. პუშკინი
მე თქვენ მიყვარდით სიყვარულს ჯერაც არ გადასვლია იქნება ყავლი. თქვენ ნუ იდარდებთ-მე ამის მჯერა. სევდის მიზეზად არ გიქცევთ ჩავლილს.
მე თქვენ მიყვარდით სიტყვის უთქმელად, ეჭვიც, სიმორცხვეც-მკლავდა მუდამდღე. ასე სათუთად ასე გულწრფელად ღმერთმა ქნას სხვასაც რომ შეუყვარდეთ.
ა. პუშკინი
Я вас любил: любовь еще, быть может, В душе моей угасла не совсем; Но пусть она вас больше не тревожит; Я не хочу печалить вас ничем. Я вас любил безмолвно, безнадежно, То робостью, то ревностью томим; Я вас любил так искренно, так нежно, Как дай вам бог любимой быть другим.
А. Пушкин
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ორივე მშვენიერი თარგმანია, ნიჭიერი ავტორია. ცუდია რომ აღარფერი მოაქვს აქ. თუმცა მე მისი მესმის.
ორივე მშვენიერი თარგმანია, ნიჭიერი ავტორია. ცუდია რომ აღარფერი მოაქვს აქ. თუმცა მე მისი მესმის.
15. პირველი იყო თარგმანი..მეორე კი თავისუფალი ვარიაცია თემაზე . ვარიაცია სჯობს.
პირველი იყო თარგმანი..მეორე კი თავისუფალი ვარიაცია თემაზე . ვარიაცია სჯობს.
14. ერთიც კარგია და მეორეც. ერთიც კარგია და მეორეც.
13. შემოვიარე ცოტახნით, მოკითხვა აქაურობას :) "მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები" შემოვიარე ცოტახნით, მოკითხვა აქაურობას :) "მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები"
12. ახალ წელს და შობას გილოცავ, კარგია რომ დაბრუნდი. გამეხარდა. :)
ახალ წელს და შობას გილოცავ, კარგია რომ დაბრუნდი. გამეხარდა. :)
11. მეორე ჯობია აშკარად! :) მეორე ჯობია აშკარად! :)
10. ალბათ მეორე თარგმანი ჯობია
ახლა რომელ თარგმანს დავუწეროთ ქულა?
ამიტომ ჯობია ერთ განთავსებაზე ერთი თარგმანი დადოთ ალბათ მეორე თარგმანი ჯობია
ახლა რომელ თარგმანს დავუწეროთ ქულა?
ამიტომ ჯობია ერთ განთავსებაზე ერთი თარგმანი დადოთ
8. უფრო - მეორე!... მაგრამ ორივე ძალიან დასახვეწია! :) უფრო - მეორე!... მაგრამ ორივე ძალიან დასახვეწია! :)
7. ლამაზია ორივე...:) ლამაზია ორივე...:)
6. ამ ლექსს ყოველთვის აქვს თავისებური მუხტი, მეხუთე კლასში წაკითხვისას და წლების შემდეგაც:) რაღა მაინცდამაინც თიბეგი?:დ ამ ლექსს ყოველთვის აქვს თავისებური მუხტი, მეხუთე კლასში წაკითხვისას და წლების შემდეგაც:) რაღა მაინცდამაინც თიბეგი?:დ
5. ულამაზესი თარგმანებია, მშვენიერია ნამდვილად. ბრავო! 5.
ულამაზესი თარგმანებია, მშვენიერია ნამდვილად. ბრავო! 5.
4. საინტერესოა! უფრო პირველი ვერსია. ეს ლექსი რეკორდულია ალბათ, თავისი თარგმანების რაოდენობით. მეც ვცადე ერთხლ. მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად და ისე ნაზად, ღმერთმა ქნას, სხვასაც უყვარდეთ ასე! საინტერესოა! უფრო პირველი ვერსია. ეს ლექსი რეკორდულია ალბათ, თავისი თარგმანების რაოდენობით. მეც ვცადე ერთხლ. მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად და ისე ნაზად, ღმერთმა ქნას, სხვასაც უყვარდეთ ასე!
3. მე თქვენ მიყვარდით, ისე ნაზად, ისე ფარულად. დე, ღმერთმა მოგცეთ, თქვენ ასეთი სხვა სიყვარული.–ეს ჩემეულია.
კარგია, ორივე. მე თქვენ მიყვარდით, ისე ნაზად, ისე ფარულად. დე, ღმერთმა მოგცეთ, თქვენ ასეთი სხვა სიყვარული.–ეს ჩემეულია.
კარგია, ორივე.
2. ეს მარტო რუსულად მიყვარს )) მე-5 კლასში ვთქვი ღია გაკვეთილზე ))) თქვენ ისეთი ნიკი გაქვთ სულ თი ბეგ ის აბრევიატურა მგონია ))) ეს მარტო რუსულად მიყვარს )) მე-5 კლასში ვთქვი ღია გაკვეთილზე ))) თქვენ ისეთი ნიკი გაქვთ სულ თი ბეგ ის აბრევიატურა მგონია )))
1. მეორე ვერსიაში: არ გადასვლია ყავლი--->ჯერ არ გასვლია ყავლი. გიქცევთ (,) ჩავლილს(მძიმე აუცილებლად, თორემ აზრი ირევა) ++++ მეორე ვერსიაში: არ გადასვლია ყავლი--->ჯერ არ გასვლია ყავლი. გიქცევთ (,) ჩავლილს(მძიმე აუცილებლად, თორემ აზრი ირევა) ++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|