ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: თარგმანი
12 ივნისი, 2015


  ჩამოტვირთვა

ეს მამაკაცთა სამყაროა

მთელი სამყარო ერგო მამაკაცს,
მაგრამ, სამყაროც არაფერია
ქალის გარეშე, - აზრსაც დაკარგავს;
ქალი თუ მის ფერს არ გაერია.

გამოიგონა კაცმა მანქანა,
რომ დაგვეძლია გზები იოლად,
შორს - მძიმე ტვირთის გადასატანად,
მატარებელიც გამოიგონა.

გამოიგონა ელექტროობაც,
რომ გაეფანტა სინათლით - ბნელი
და ნოეს მსგავსად, ისიც შრომობდა:
მანვე ააგო პირველი გემი.

და ეს ყოველი ფუჭია რარიგ -
კაცის სიცოცხლეც არაფერია;
მთელი სამყაროც - გარეშე ქალის,
ქალი თუ მის ფერს არ გაერია.

ასეა - კაცმა იზრუნა ყრმებზეც:
სათამაშოს ქმნით გაახალისა.
ამ ყველაფერის ამრიგად შემძლემ
ფულიც გამოჭრა, რომ სხვა კაცისგან

ეყიდა ის, რაც თავად ვერ შექმნა
და ეს ყოველიც ფუჭია რარიგ -
მთელი სამყარო თუ (კაცთან ერთად)
იარსებებდა გარეშე - ქალის.



SONGWRITERS
BROWN, JAMES / NEWSOME, BETTY JEAN


It's A Man's Man's Man's World

This is a man's world, this is a man's world
But it wouldn't be nothing, nothing without a woman or a girl

You see, man made the cars to take us over the road
Man made the train to carry the heavy load
Man made electric light to take us out of the dark
Man made the boat for the water, like Noah made the ark

This is a man's, man's, man's world
But it wouldn't be nothing, nothing without a woman or a girl

Man thinks about our little bitty baby girls and our baby boys
Man made them happy, 'cause man made them toys
And after man make everything, everything he can
You know that man makes money, to buy from other man

This is a man's world
But it wouldn't be nothing, nothing, not one little thing, without a woman or a girl
He's lost in the wilderness
He's lost in bitterness, he's lost lost



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები