რა კარგია, რომ შემიძლია ვწერო, ვწერო რა, შენ მოგწერო და მოგიყვე როგორ ვცხოვრობთ, მე და შენ, ჩვენ და ადამიანები, ისინი ცხოვრობენ? რავიცი ალბათ, ზოგი არსებობს და მხრებზე ნატვრისხე ამოზრდილ ადამიანებს გიჟებად თვლის, ან პირიქით,ზოგი ცხოვრებით კი არ ცხოვრობს, ცხოვრება ცხოვრობს ამ ადამიანებით, დაეძებენ ბედისწერას და მე კი არ მჯერა ხანდახან, ან მჯერა, რომ ყველაფერი უკვე ვიღაცამ დაწერა, ჩვენი ბედისწერიდან დაწყებული, ყველაზე კარგი ნაწერით დამთავრებული, ლიტერატურული რა თქმა უნდა, და თუ მაინც არსებობს ეს ჩვენი ცხოვრება სადმე პატარა უბის წიგნაკში, თუკი ჩაგვთვალეს ამის ღირსად, მაშინ გეტყვი, რომ ის ზღაპარს გავს და ეს ყველაფერი მხოლოდ მოხუცი, თეთრწვერა ბაბუის შეთხზული ამბავია, რომელმაც მე და შენ ჩვენ ზღაპრის გმირებად აგვირჩია, მეც შევიფერე... გიპოვე და მადლობა მეზღაპრეს, მადლობა ღმერთს, მადლობა იმ პატარა წიგნს, სადაც ასე ლამაზად მოგვიყვა კეთილმა ბერიკაცმა, ჩვენივე ცხოვრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. კარგი ნაწერია...გულწრფელი...და თავისთავად ლამაზიც...:) კარგი ნაწერია...გულწრფელი...და თავისთავად ლამაზიც...:)
4. თეთრწვერა ბაბუის შეთხზული ამბავია, --->>> ბაბუას!!!
თეთრწვერა ბაბუის შეთხზული ამბავია, --->>> ბაბუას!!!
3. და თუ მაინც არსებობს ეს ჩვენი ცხოვრება სადმე პატარა უბის წიგნაკში, თუკი ჩაგვთვალეს ამის ღირსად, მაშინ გეტყვი, რომ ის ზღაპარს გავს და ეს ყველაფერი მხოლოდ მოხუცი, თეთრწვერა ბაბუის შეთხზული ამბავია, რომელმაც მე და შენ ჩვენ ზღაპრის გმირებად აგვირჩია...
555
და თუ მაინც არსებობს ეს ჩვენი ცხოვრება სადმე პატარა უბის წიგნაკში, თუკი ჩაგვთვალეს ამის ღირსად, მაშინ გეტყვი, რომ ის ზღაპარს გავს და ეს ყველაფერი მხოლოდ მოხუცი, თეთრწვერა ბაბუის შეთხზული ამბავია, რომელმაც მე და შენ ჩვენ ზღაპრის გმირებად აგვირჩია...
555
1. მე კი მგონია თვითონ ვართ საკუთარი ბედის მწერლები.
ლამაზია. მე კი მგონია თვითონ ვართ საკუთარი ბედის მწერლები.
ლამაზია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|