მე ქარიშხალის მესმოდა კვნესა, ოხვრა მშობელის აპობდა ზეცას, კაცთა სიავის და ცოდვის მსხვერპლი, ჯვარზე გაეკრათ თვით ქრისტე ღმერთი, ხედავდა იგი წყალსა და მორევს, ლაფით დაფარულ ქათქათქა ხბორებს, ცრემლის წვიმიდან ნაშობი ჩანდა, ქალწული, სახით ღვთიშობელს ჰგავდა. მაშინ ატირდა იესო მწარედ, გველეშაპს უნდა ჩაყლაპოს მთვარე, ადიდებულ წყალს მისცეს ასული, მსხვერპლს მოითხოვდა ეშმა, ავსული. მპარავი სულთა, მპარავი სუნთქვის, კვლავ რომ მიწისქვეშ ნაკვერჩხლებს უზის, იესომ მადლით მოფინა მიწა, და საქართველო ედემად იქცა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|