ავტორი: რობერტ მესხი ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2008
###
წუხელის ღია ფანჯრებიდან (დამრჩა ეტყობა...) შიშველი თოვლი შემოსულა და ქართან ერთად აუკლია კოჭლი მაგიდა. აქეთ ღვინოში ჩავარდნილა, იქით - წვნიანში, სიგარეტის ფერფლით გამურულს კედლის სარკეშიც ჩაუხედავს, - როგორი ვარო? - უთქვამს ქარისთვის.
ქარს სად ეცალა? გადაჯღაბნილ ფურცლებს წეწავდა, ლექსებს ლექსებზე კითხულობდა, - ეს ”შეცდომაო”, ეს ”ლებნებიო”, ეს კიდე ”ლურჯი სისოვლეო”... გაბრაზებულა, - აქაც უჩვენოდ უმღერიათ - უქართოვლოდო...