ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2015


თამაში

თამაში
ხშირად თვალებზე ხელს გაფარებ,
რომ მოვკვდე რას იგრძნობ თქო გეკითხები
ბრაზობ, ამბობ რომ ამას არ წარმოიდგენ,
მე კიდევ შენს მაგივრად ვარ ბედნიერი,
როცა თვალების გახელის საშუალებას გაძლევ.
მერე მავიწყდება ეს თამაში,
წრეზე დავდივარ, არა დავდივართ,
დავაბიჯებთ ერთად, შენს იქეთ არ მიდიან გზები,
არადა ახლა ვხვდები, რომ შენი გზები მინდა დასრულდეს მე თუ აღარ ვიქნები,
ეგოიზმი.
მე ხომ ვიცი, არ სრულდებიან ადამიანები სიკვდილით,
მხოლოდ გზები.
ხშირად თვალებზე ხელს გაფარებ,
რატომ?
ასე მინდა სადღაც შენს ქვეცნობიერში დავლექო,
თუ მოვკვდი,
შენ სულ იმას იფიქრებ,
თითქოს თვალებზე აგაფარე ხელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები